ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი    ◊    სოკარი     ◊     ვისოლი     ◊     ლუკოილი     ◊     რომპეტროლი      ◊     გალფი

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1762 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:961 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1041 ხმა
 
04:06 24.10.2019

საგზაო ბიტუმის, ზეთების და თხევადი აირის იმპორტი და მოხმარება იზრდება, ხოლო საავიაციო ნავთის - კლებულობს

11-07-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,9 ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ივნისში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,47 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 0,40 ათასი ტონა (21,1%), რუსეთი -  0,30 ათასი ტონა (15,8%),  და სხვ.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 9,5  ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

 

2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,8 ათასი ტონა, რაც 3,2 ათასი ტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ივნისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ეგვიპტიდან - 4,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 45,5%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,1 ათასი ტონა (35,2%) და თურქმენეთი - 1,7 ათასი ტონა (19,3 %).

 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,7 ათასი ტონა, რაც 10,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (41,3 ათასი ტონა).

 

თუ არ აღდგა რუსეთ-საქართველოს შორის ავია-მიმოსვლა, მომდევნო თვეებში საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირებას განაგრძობს.

 

2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,5 ათასი ტონა, რაც 5,3 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. აქედან მთელი იმპორტი მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 63,7 ათასი ტონა, რაც 30,1 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (33,6 ათასი ტონა).

 

მიმდინარე ეტაპზე ფიქსირდება სანავთობო ბუტუმზე იმპორტის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელი, რაც განპირობებულია მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოებით. ჩვენი აზრით, აღნიშნული ტენდენცია მომავალ თვეებშიც გაგრძელდება.

 

2019 წლის ივნისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს.

 

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 7,1 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (6,2 ათასი ტონა).

 

გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტის ზრდა ძირითადად განპირობებულია თხევადი აირის საავტომობილო საშუალებებში გამოყენების მატებით, რომლის ტენდენციაც მომავალშიც გაგრძელდება.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Brent Crude Oil (ICE) 

59.70 დოლარი/ბარელზე

+ 0.74

 ნიუ -იორკი

(NYMEX)

Light Sweet Crude Oil

54.16 დოლარი/ბარელზე

+ 0.85

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   2.77 ლარი 

პრემიუმი   2.67 ლარი

რეგულარი  2.57  ლარი

ევრო დიზელი  2.72 ლარი

დიზელი   2.67 ლარი

გაზი – 1.44 ლარი

 

ეკო სუპერი –  2.78 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.69 ლარი

ევრო რეგულარი – 2.59 ლარი

ევრო დიზელი – 2.74 ლარი

ეკო დიზელი – 2.79 ლარი

დიზელ ენერჯი –  2.71 ლარი

გაზი – 1.46 ლარი

სუპერი ecto 100 –  2.77 ლარი

ევრო სუპერი –  2.68 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  2.59 ლარი

ევრო რეგულარი – 2.45 ლარი

ევრო დიზელი – 2.66 ლარი

 

სუპერი –  2.78 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.69 ლარი

ევრო რეგულარი – 2.59 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.69 ლარი

ევრო დიზელი –  2.63 ლარი

 

სუპერი –  2.74 ლარი

G-Force პრემიუმი –  2.64 ლარი

G-Force ევრო რეგულარი – 2.59 ლარი

რეგულარი – 2.54 ლარი

ევრო დიზელი – 2.75 ლარი

დიზელი – 2.69 ლარი

გაზი – 1.45 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE