ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი    ◊    სოკარი     ◊     ვისოლი     ◊     ლუკოილი     ◊     რომპეტროლი      ◊     გალფი

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2135 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1145 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:1323 ხმა
 
19:02 24.10.2020

საავტომობილო ზეთების იმპორტის მაჩვენებელი უმჯობესდება, საავიაციო ნავთის - ფაქტიურად უცვლელი რჩება

16-10-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტმა შეადგინა 13,78 ათასი ტონა, რაც 0,88 ათასი ტონით ანუ 6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (14,66 ათასი ტონა) შედარებით.

 

ქვეყნების მიხედვით,  /წლის 9 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა  თურქეთიდან - 4,20 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,5%- შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი -  2,15 ათასი ტონა (15,6%),  გერმანია - 1,19 ათასი ტონა (8,6%), ირანი - 0,97 ათასი ტონა (7%), და სხვ.

 

მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 43,1 ათასი ტონა, რაც 37,7 ათასი ტონით ანუ 46,6%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (80,8 ათასი ტონა) შედარებით.

 

2020 წლის 9 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 79,3%  (34,2 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 15,5% (6,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 5,1% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.

 

საცხებ-საპოხი მასალებისა (საავტომობილო ზეთი) და საავიაციო ნავთის იმპორტის კლება პირდაპირ კავშირშია პანდემიასთან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საავიაციო ნავთის იმპორტთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპამდე ფაქტიურად სურათი არ შეცვლილა. კერძოდ, დაწყებული მაისის თვის ბოლოდან საავიაციო ნავთის იმპორტის მაჩვენებელი ფაქტიურად ერთი და იგივე ნიშნულზე დგას. რაც შეეხება საცხებ-საპოხ მასალებს (საავტომობილო ზეთი), სიტუაცია გაცილებით უკეთესადაა. კერძოდ, თუ მაისის თვის ბოლოს საცხებ-საპოხი მასალების (საავტომობილო ზეთი) იმპორტის კლება წლის გაანგარიშებით 20%-იან ნიშნულზე იდგა, შემდგომ თვეებში შეზღუდვების მოხსნისა და საავტომობილო მოძრაობის აღდგენის შემდეგ მისი იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად მატულობს და შედეგიც ციფრების სახით სახეზე გვაქვს (იმპორტის კლება 6%-მდე შემცირდა).




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

42.72 დოლარი/ბარელზე

+ 0.99


 (NYMEX)

Light Sweet Crude Oil

40.95  დოლარი/ბარელზე

+ 0.92

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   2.36 ლარი 

პრემიუმი   2.21` ლარი

რეგულარი  2,06  ლარი

ევრო დიზელი  2.19 ლარი

დიზელი   2.09 ლარი

გაზი – 1.25 ლარი

 

ეკო სუპერი –  2.42 ლარი

ეკოპრემიუმი –  2.27 ლარი

ევრო რეგულარი – 2.12 ლარი

ევრო დიზელი – 2.23 ლარი

ეკო დიზელი – 2.28 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.16 ლარი

გაზი – 1.29 ლარი

სუპერი ecto 100 –  2.78 ლარი

ევრო სუპერი –  2.38 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   2.18 ლარი

ევრო რეგულარი –  2.02 ლარი

ევრო დიზელი – 2.20 ლარი

 

სუპერი –  2.42 ლარი

ევრო პრემიუმი –  2.27 ლარი

ევრო რეგულარი – 2.10 ლარი

efix ევრო დიზელი – 2.28 ლარი

ევრო დიზელი –  2.23 ლარი

 

სუპერი –  2.39 ლარი

G-Force პრემიუმი –  2.27 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.17 ლარი

რეგულარი – 2.09 ლარი

ევრო დიზელი – 2.29 ლარი

დიზელი – 2.23 ლარი

გაზი – 1.29 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE