ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
16:00 22.11.2024

Goldman Sachs ნავთობის ფასის 100 დოლარზე მაღლა გაზრდას პროგნოზირებს

20-12-2021

Goldman Sachs-ის ექსპერტები უშვებენ 2023 წელს ნავთობის ფასის 100 დოლარამდე გაზრდას, იტყობინება Bloomberg.

 

ექსპერტების აზრით, ამ ზრდის მთავარი მიზეზი იქნება, ერთი მხრივ, მწარმოებელი კომპანიების მხრიდან ნავთობის მიწოდების ძალიან ნელი ზრდა და მეორე მხრივ, ნედლეულზე მოთხოვნილების ზრდა 2022 და 2023 წლებში რეკორდულ დონემდე.

 

Goldman Sachs-ის პროგნოზის თანახმად, 2022-2023 წლებში Brent მარკის ნავთობის ფასი იქნება საშუალოდ 85 დოლარი/ბარელზე. თუმცა, ნავთობმომპოვებბელი კომპანიებისთვის ხარჯების გაზრდის გამო, ასევე მიწოდების მოულოდნელი დეფიციტის გამო, მან შესაძლოა სამნიშნა რიცხვს მიაღწიოს, ამბობს Goldman Sachs-ის ექსპერტი დემიენ კურვალინი. მისი თქმით, ნავთობის ფასი შეიძლება გაიზარდოს 110 დოლარამდე ბარელზე, თუ მიწოდება არასაკმარისი იქნება მზარდი მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.

 

ბანკის ანალიტიკოსები ნავთობის ბაზრის მიმართ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი მაშინაც კი, როცა ნედლეულზე ფასი მიმდინარე წელს 40%-ზე მეტად გაიზარდა.

 

მოთხოვნილება ყველა ენერგომატარებელზე, მათ შორის ბენზინსა და დიზელის საწვავზე, ახლა რეკორდულ დონეზეა და მოსალოდნელია, რომ მოხმარება ახალ მაქსიმუმს მიაღწევს 2022 და 2023 წლებში, თვლის დემიენ კურვალინი.

 

უახლოეს პერიოდში ავიასაწვავის მოხმარება კვლავ შემცირებული იქნება COVID-19-თან დაკავშირებული ფრენებზე შეზღუდვების გამო. თუმცა საზღვრების გახსნის შემდეგ, მგზავრობაზე გადადებულმა მოთხოვნილებამ შეიძლება გამოიწვიოს ავიასაწვავის მოხმარების ზრდა, პროგნოზირებენ ბანკში.

 

Goldman-ის ექსპერტები ელიან მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების სტაბილურ ზრდას ამ ათწლეულის ბოლოსთვის - 2030 წლისთვის ის გაიზრდება დაახლოებით 106 მილიონ ბარელამდე/დღეში.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE