ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„ბოლო პერიოდის განმავლობაში მსოფლიოში ფიქსირდება ნავთობის ფასის კლების ტენდეციები და დღეისათვის ის 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას.
კერძოდ, 26 ნოემბრის მდგომარეობით ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 45.62 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 42.51 დოლარი/ბარელზე.
შედარებისათვის, მიმდინარე წლის დასაწყისში ლონდონში ნავთობის ფასმა შეადგინა 55,54 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 51,74 დოლარი/ბარელზე. 2015 წელს ნავთობის მაქსიმალური ფასი დაფიქსირდა მაისის თვეში. კერძოდ, ლონდონის სანავთობო ბირჟაზე - 69,21 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 61,82 დოლარი/ბარელზე.
ნავთობის ფასის შემცირების პარალელურად ბოლო პერიოდის განმავლობაში ხდება ასევე ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასების შემცირება Platt's-ის მიხედვით, რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი. კერძოდ, დღეისათვის ბენზინის საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით შეადგენს 475,00 დოლარს/ტონაზე, ხოლო 10PPM დიზელის საწვავის ფასი - 402,50 დოლარს/ტონაზე.
მიმდინარე დაბალი საერთაშორისო ფასები განპირობებულია სხვადასხვა გარემოებებით. მათ შორის, ერთ-ერთ ძირითად და უცვლელ ფაქტორს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიოში ნავთობის მიწოდება აჭარბებს მოთხოვნილებას, რის შედეგადაც ბაზარზე ფიქსირდება ნავთობის ჭარბი ოდენობა. ასევე მნიშვნელოვანია ოპეკის ბოლო პერიოდის პოლიტიკა ნავთობის მოპოვების ოდენობის უცვლელად დატოვებასთან დაკავშირებით და უახლოეს მომავალში ირანის სრულფასოვანი შესაძლო დაბრუნება მსოფლიო სანავთობო ბაზარზე.
აღნიშნული ტენდენციიდან გამომდინარე ხდება ასევე საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასის შემცირება. საქართველოში საწვავის საცალო ფასი დამოკიდებულია 2 ძირითად ფაქტორზე: ნავთობპროდუქტების საერთაშორისო ფასი Platt's-ის მიხედვით და ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში. როგორც ცნობილია, ლარი ბოლო პერიოდში მკვეთრად უფასურდება დოლართან მიმართებაში, რაც პირდაპირ მოქმედებს საწვავის ფასის ღირებულებაზე. შედარებისათვის, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 1,8821 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,4046 ერთეულს.
ივნისის თვიდან მოყოლებული საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი შემცირდა საშუალოდ 20-25 თეთრით ლიტრაზე. მათ შორის, ნოემბრის თვეში საწვავის ფასმა დაიკლო ორჯერ საშუალოდ 5-5 თეთრით/ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,99-2,00 ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,89-1,95 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,73-1,88 ლარი; დიზელი ლ-62 -1,72-1,75 ლარი; ევრო დიზელი - 1,87-1,95 ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 20-25 თეთრით ნაკლებია ბრენდირებულ გასამართ სადგურებთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი