ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
მსოფლიოში ნავთობის ფასი კვლავ მცირდება. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში Brent ტიპის ნავთობის ფასი შემცირებულია 5,42 დოლარით/ბარელზე ანუ 14,5%-ით 32,18 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 4,90 დოლარით/ბარელზე ანუ 13,2%-ით 32,22 დოლარამდე/ბარელზე.
ნავთობის ფასის პარალელურად მცირდება ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt’s-ის მიხედვით, რომელზედაცაა დამოკიდებული საწვავის ფასი საქართველოში, ვინაიდან ჩვენ ვახორციელებთ საწვავის იმპორტს, და არა ნედლი ნავთობისა. კერძოდ. წლის დასაწყისიდან დღემდე საერთაშორისო ფასები ბენზინზე Platt’s-ის მიხედვით შემცირებულია 24 დოლარით/ტონაზე ანუ 5,6%-ით, ხოლო 10PPM დიზელის ფასი - 40,75 დოლარით/ტონაზე ანუ 12,9%-ით.
Platt’s-ის მიხედვით საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საქართველოში წლის დასაწყისიდან დღემდე რამოდენიმეჯერ მოხდა საწვავის ფასის შემცირება, მათ შორის ამ ბოლო 2-3 დღეში.
მთლიანობაში იანვრის თვიდან დაწყებული ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე სხვადასხვა კომპანიების მიერ ყველაზე მოხმარებადი რეგულარი ტიპის ბენზინის საწვავის ფასი შემცირებულია საშუალოდ 9-15 თეთრით ლიტრაზე ანუ 6-9%-ით; ხოლო ევრო დიზელის ფასი - საშუალოდ 8-18 თეთრით/ლიტრაზე ანუ 5-10 %-ით.
საერთაშორისო ფასების შემცირების პარალელურად საწვავზე ფასების კლება მომავალშიც გაგრძელდება.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
96.28 დოლარი/ბარელზე
+ 1.21
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
91.48 დოლარი/ბარელზე
+ 1.09
სუპერი – 4.30 ლარი
პრემიუმი – 3.91 ლარი
რეგულარი – 3.72 ლარი
ევრო დიზელი – 4.50 ლარი
დიზელი – 4.40 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.34 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.93 ლარი
ევრო რეგულარი – 3,74 ლარი
ევრო დიზელი – 4.54 ლარი
ეკო დიზელი – 4.57 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.50 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.32 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.91 ლარი
ევრო რეგულარი – 3.75 ლარი
ევრო დიზელი – 4.52 ლარი
სუპერი – 4.36 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.94 ლარი
ევრო რეგულარი – 3,73 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.55 ლარი
ევრო დიზელი – 4.48 ლარი
სუპერი – 4.35 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.93 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.75 ლარი
რეგულარი – 3.75 ლარი
ევრო დიზელი – 4.59 ლარი
დიზელი – 4.49 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE