ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება. კერძოდ, ივლისის თვეში ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასი შეადგენდა საშუალოდ 48-49 დოლარს/ბარელზე, აგვისტოში - 51-52 დოლარს/ბარელზე, სექტემბერში - 52-56 დოლარს/ბარელზე, ხოლო ოქტომბრში - 56-58 დოლარს ბარელზე.
მიმდინარე პერიოდში ნავთობის ფასის ზრდის ტენდენცია უკავშირდება რამოდენიმე ფაქტორს:
კერძოდ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ოპეკის წევრი და არაწევრი ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების შესრულების დონე, რომლის პროცენტულმა მაჩვენებელმა სექტემბერში რეკორდულად მაღალ მაჩვენებელს მიაღწია - 120 %-ს (აგვისტოში - 116%). აღნიშნული შეთანხმების შესრულება ხელს უწყობს მსოფლიო სანავთობო ბაზარზე მიწოდებასა და მოთხოვნილებას შორის ბალანსის აღდგენას.
ერთ-ერთ ძირითად ფაქტორს წარმოადგენს ასევე ერაყის ქურთისტანში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, რომლებიც საფრთხეს უქმნის აღნიშნული მნიშვნელოვანი ნავთობმომპოვებელი რეგიონიდან ნავთობის ექსპორტს.
ასევე ცალკე უნდა აღინიშნოს აშშ-ის პრეზიდენტის რონალდ ტრამპის მიერ ირანთან დაკავშირებით მძაფრი პოლიტიკური განცხადებები მის წინააღმდეგ შესაძლო ახალი სანქციების დაწესების შესახებ.
ნავთობის ფასის ზრდის ერთ-ერთ ფაქტორს წარმოადგენს ასევე აშშ-ში ბოლო პერიოდში ზედიზედ რამოდენიმეჯერ ნავთობმომპოვებელი ჭაბურღილების მუშაობის შეწყვეტის დაფიქსირება.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ოქტომბრის თვეში დაფიქსირდა რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 2-4 თეთრით ლიტრაზე.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
96.28 დოლარი/ბარელზე
+ 1.21
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
91.48 დოლარი/ბარელზე
+ 1.09
სუპერი – 4.30 ლარი
პრემიუმი – 3.91 ლარი
რეგულარი – 3.72 ლარი
ევრო დიზელი – 4.50 ლარი
დიზელი – 4.40 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.34 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.93 ლარი
ევრო რეგულარი – 3,74 ლარი
ევრო დიზელი – 4.54 ლარი
ეკო დიზელი – 4.57 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.50 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.32 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.91 ლარი
ევრო რეგულარი – 3.75 ლარი
ევრო დიზელი – 4.52 ლარი
სუპერი – 4.36 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.94 ლარი
ევრო რეგულარი – 3,73 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.55 ლარი
ევრო დიზელი – 4.48 ლარი
სუპერი – 4.35 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.93 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.75 ლარი
რეგულარი – 3.75 ლარი
ევრო დიზელი – 4.59 ლარი
დიზელი – 4.49 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE