ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2018 წელს საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1098,9 ათასი ტონა, რაც 3,1 ათასი ტონით აღემატება 2017 წლის მაჩვენებელს (1095,8 ათასი ტონა).
მათ შორის, 2018 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 542,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 556,9 ათასი ტონა.
2018 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 379,5 ათასი ტონა ანუ 70,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 154,7 ათასი ტონა ანუ 28,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 7,8 ათასი ტონა ანუ 1,4%.
გასულ წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 292,2 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 26,6%-ს შეადგენს. მიმდინარე წელს რუსეთი არის საწვავის სტაბილურად ყველაზე მსხვილი მომწოდებელი ქვეყანაში, რომელმაც ჩაანაცვლა რუმინეთი, რომელიც თავის მხრივ ბოლო წლების განმავლობაში საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი იყო.
მათ შორის, 2018 წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუსეთიდან - 217,4 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 40,1%-ს შეადგენს, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან - 174,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,3%-ს შეადგენს.
მიმდინარე წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უმნიშვნელოდ, თუმცა მაინც გაიზარდა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რეალურად საწვავის მოხმარება არ გაზრდილა, ის მცირედით შემცირდა კიდეც, ვინაიდან 2016 წლის დეკემბერში განხორციელდა საშუალოდ 70 ათასი ტონით მეტი პროდუქტის იმპორტი წინა წლების ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებთან შედარებით, რომელიცმოხმარებაში გავიდა უკვე 2017 წლის პირველ თვეებში. აღნიშნულიდაკავშირებული იყო საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილცვლილებასთან, რომელიც ეხებოდა საწვავზე აქციზის გადასახადის ზრდას, რომელიც ძალაში შევიდა 2017 წლის 1 იანვრიდან. ზოგადად, საწვავის იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რასაც ხელს უწყობს სატრანსპორტო პარკის ყოველწლიური ზრდა.
ცნობისათვის, საწვავის იმპორტი წლების მიხედვით შეადგენდა: 2014 წელი - 9035,1 ათასი ტონა, 2015 წელი - 1036,0 ათასი ტონა, 2016 წელი - 1229.6 ათასი ტონა, 2017 წელი - 1095,8 ათასი ტონა, 2018 წელი - 1098,9 ათასი ტონა.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
73,79 დოლარი/ბარელზე
+ 0.79
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
67,85 დოლარი/ბარელზე
+ 0.62
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,10 ლარი
რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3.04 ლარი
დიზელი – 2.93 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 3.52 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.12 ლარი
ევრო რეგულარი – 2,95 ლარი
ევრო დიზელი – 2,99 ლარი
ეკო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.94 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.48 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 2,98 ლარი
ევრო რეგულარი – 2.83 ლარი
ევრო დიზელი – 2,98 ლარი
სუპერი – 3.63 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.24 ლარი
ევრო რეგულარი – 3.04 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.25 ლარი
ევრო დიზელი – 3,15 ლარი
სუპერი – 3.53 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,13 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.03 ლარი
რეგულარი – 2,93 ლარი
ევრო დიზელი – 3.09 ლარი
დიზელი – 2,99 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,84 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 2,79 ლარი
effect დიზელი – 2.64 ლარი