ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2019 წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 404,2 ათასი ტონა, რაც 25,7 ათასი ტონით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (429,9 ათასი ტონა).
მათ შორის, 2019 წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 215,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 6,8 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 188,8 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მაისის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 146,4 ათასი ტონა ანუ 68,0%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 65,7 ათასი ტონა ანუ 30,5%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3,2 ათასი ტონა ანუ 1,5%.
ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 5 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 136,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 33,6%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 101,6 ათასი ტონა (25,1%), აზერბაიჯანი - 77,1 ათასი ტონა (19,1%), ბულგარეთი - 38,6 ათასი ტონა (9,5%), თურქმენეთი - 32,5 ათასი ტონა (8,0%); საბერძნეთი - 17,8 ათასი ტონა (4,4%) და სხვ.
ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის კლება განპირობებულია დიზელის საწვავის იმპორტის კლებით. კერძოდ, მ/წლის 5 თვის განმავლობაში დიზელის საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 32,5 ათასი ტონით შემცირდა.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი