ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
20:17 22.11.2024

ოქტომბრის თვეში დიზელის საწვავის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი კვლავ რუსეთია

18-11-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავი იმპორტმა შეადგინა  890,9 ათასი ტონა, რაც 19,3  ათასი ტონით ანუ 2,1%-ით ნაკლებია 2018 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (910,2 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  456,3  ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,5 ათასი ტონით ანუ 1,0%-ით),  ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 434,6  ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 23,8 ათასი ტონით ანუ 5,2%-ით).

მიმდინარე წლის სტატისტიკა დიზელის საწვავთან დაკავშირებით მნიშვნელოვნად გამოსწორდა ბოლო 2 თვის განმავლობაში, როდესაც განხორციელდა იმპორტის  მაღალი მოცულობები. კერძოდ, მ/წლის ოქტომბრის თვეში განხორციელდა 58,6 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც სექტემბრის თვის მაჩვენებლთან შედარებით თითქმის 10 ათასი ტონით მეტია. მომავალ თვეებში გამოჩნდება ზუსტად, თუ რითია განპირობებული იმპორტის ზრდა. კერძოდ, მოხდა აღურიცხავი პროდუქციის შემცირება თუ ხდება აღნიშნული პროდუქციის გარკვეული მარაგების შექმნა.

რეალურად ყველა ის ფაქტორი, რომელიც დიზელის საწვავის მოხმარებას განსაზღვრავს (ავტოპარკი, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, სასოფლო-სამეურნეო სამუსაოები, გადაზიდვები), მაღალ მაჩვენებელზეა და შესაბამისად, მიმდინარე წელს უნდა დაფიქსირდეს დიზელის საწვავის იმპორტისა და მომხმარების მაღალი მაჩვენებელი.

 

ბენზინის საწვავის იმპორტი და მოხმარება მიმდინარე წელს იზრდება იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო პერიოდში ქვეყანაში გაზრდილია ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტი (დღეისათვის დაახლოებით საქართველოში 80 ათასამდე ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალება მოძრაობს). რომლის საწვავის ხარჯიც მნიშვნელოვნად ნაკლებია სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან შედარებით.  ასევე მნიშვნელოვნად იზრდება თხევადი აირის (LPG) მოხმარება, რომელიც არის ბენზინის საწვავის ალტერნატიური პროდუქტი დღეისათვის დაახლოებით შვიდი ათასამდე სატრანსპორტო საშუალება, 200 გაზგასამართი სადგური, აღნიშნული ციფრი მომავალში მნიშვნელოვნად გაიზრდება, მიზეზი გახლავთ ფასთა შორის სხვაობა ბენზინის საწვავსა  და თხევად აირს ( LPG) შორის. თითქმის მსგავსი ფასთა შორის სხვაობაა ბუნებრივ აირსა და ბენზინის საწვავს შორის.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის იანვარ-ოქტომბრის თვეებში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 301,1  ათასი ტონა ანუ 66,0%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 146,3 ათასი ტონა ანუ 32,1%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 8,9 ათასი ტონა ანუ 8,9%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის 10 თვის განმავლობაში თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 274,6  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,8%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 243,3 ათასი ტონა (27,3%),  აზერბაიჯანი - 124,2 ათასი ტონა (13,9%), თურქმენეთი - 103,7 ათასი ტონა (11,6%);   ბულგარეთი  - 77,9 ათასი ტონა (8,7%), საბერძნეთი -  49,6 ათასი ტონა (5,6%), თურქეთი - 16,0 ათასი ტონა (1,8%) და სხვ.

18.11.19




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE