ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2020 წლის მარტის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 6,5 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით ანუ 41,3%-ით მეტია თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით, ხოლო 1,4 ათასი ტონით ანუ 17,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.
აქედან იმპორტის 80% (5,2 ათასი ტონა) განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან, 15,4% (1,0 ათასი ტონა) - ერაყიდან, ხოლო 4,6% (0,3 ათასი ტონა) - ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
მიმდინარე წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 14,3 ათასი ტონა, რაც 4,9 ათასი ტონით ანუ 25,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,2 ათასი ტონა) შედარებით.
აქედან იმპორტის 49,6% (7,1 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 42,0% (6 ათასი ტონა), ერაყი - 7% (1, 0 ათასი ტონა), გაერთიანებული ემირატები - 1,4% (0,2 ათასი ტონა).
სანავთობო ბიტუმის იმპორტის შემცირება პირდაპირ კავშირშია COVID 19-დან გამომდინარე შეზღუდვებთან. კერძოდ, ამის გამო ირანის ისლამური რესპუბლიკიდან ვეღარ ხდება ქვეყანაში პროდუქციის იმპორტის განხორციელება.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
85.82 დოლარი/ბარელზე
- 1.45
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
80.87 დოლარი/ბარელზე
- 1.49
სუპერი – 4.26 ლარი
პრემიუმი – 3.84 ლარი
რეგულარი – 3.67 ლარი
ევრო დიზელი – 4.40 ლარი
დიზელი – 4.30 ლარი
გაზი – 1.60 ლარი
ეკო სუპერი – 4.26 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.85 ლარი
ევრო რეგულარი – 3,71 ლარი
ევრო დიზელი – 4.42 ლარი
ეკო დიზელი – 4.47 ლარი
დიზელ ენერჯი – 4.37 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 4.24 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.81 ლარი
ევრო რეგულარი – 3.66 ლარი
ევრო დიზელი – 4.40 ლარი
სუპერი – 4.30 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.88 ლარი
ევრო რეგულარი – 3,68 ლარი
efix ევრო დიზელი – 4.46 ლარი
ევრო დიზელი – 4.39 ლარი
სუპერი – 4.29 ლარი
G-Force პრემიუმი – 3.87 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.69 ლარი
რეგულარი – 3.69 ლარი
ევრო დიზელი – 4.47 ლარი
დიზელი – 4.37 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE