ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6942 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4232 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5777 ხმა
 
21:59 10.09.2026

მაისის თვეში გათხევადებული აირებისა (LPG) და საავიაციო ნავთის იმპორტი გაიზარდა

15-06-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2020 წლის მაისის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 3,5 ათასი ტონა, რაც 1,6 ათასი ტონით ანუ 84,2%-ით მეტია აპრილის თვის მაჩვენებელთან (1,9 ათასი ტონა) შედარებით და 0,8 ათასი ტონით ანუ 29,6%-ით - გასული წლის მაისის თვის მაჩვენებელთან (2,7 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, იმპორტის თითქმის მთელი ოდენობა განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა 17,6 ათასი ტონა, რაც 5,9 ათასი ტონით ანუ 50,4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (11,7 ათასი ტონა). მათ შორის, იმპორტის 94,9%  განხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

 

თხევადი აირის იმპორტი საქართველოში ხორციელდება სხვადასხვა სეს ესნ კოდით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გათხევადებული აირების იმპორტის მთელი რაოდენობიდან 6,0 ათასი ტონის ანუ 34,1% იმპორტი განხორციელდა სეს ესნ კოდით 29011000000 (ორგანული ქიმიური ნაერთები ნახშირწყალბადები), რომელზეც არ ვრცელდებოდა აქციზის გადასახადი.

 

2020 წლის მაისის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით  ანუ 200%-ით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,0 ათასი ტონა)  და 9,0 ათასი ტონით ანუ 75,0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12,0 ათასი ტონა)  შედარებით.

 

მ/წლის მაისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 90%  (2,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 10% (0,3 ათასი ტონა) - თურქეთიდან.

 

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 20,5 ათასი ტონით ანუ 47,9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42,9 ათასი ტონა) შედარებით.

 

მ/წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 77,2%  (17,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,9% (2,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 9,8% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან, 0,1% (0,03 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

96.28 დოლარი/ბარელზე

+ 1.21

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

91.48  დოლარი/ბარელზე

+  1.09


საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.30 ლარი 

პრემიუმი   3.91 ლარი

რეგულარი  3.72  ლარი

ევრო დიზელი 4.50  ლარი

დიზელი   4.40 ლარი

გაზი – 1.60 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.34 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.93 ლარი

ევრო რეგულარი – 3,74 ლარი

ევრო დიზელი – 4.54 ლარი

ეკო დიზელი –  4.57 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.50 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.32 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.91  ლარი

ევრო რეგულარი –  3.75  ლარი

ევრო დიზელი –  4.52 ლარი

 

სუპერი –  4.36 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.94  ლარი

ევრო რეგულარი – 3,73  ლარი

efix ევრო დიზელი – 4.55 ლარი

ევრო დიზელი –  4.48 ლარი

 

სუპერი – 4.35 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.93 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.75 ლარი

რეგულარი – 3.75 ლარი

ევრო დიზელი –  4.59 ლარი

დიზელი –  4.49 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

 

 

  

Created by SPAR.GE | Hosting is provided by Internet Services LLC FINDDOMAIN.GE

Design by SPAR.GE