ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4509 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2681 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:3558 ხმა
 
14:32 23.05.2022

ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორის 2021 წლის მოკლე მიმოხილვა

28-12-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წელი ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორისათვის, ისევე როგორც ყველა ბიზნეს-ინდუსტრიისათვის, ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი გამოწვევებით.

 

უმთავრესი, რა თქმა უნდა, არის პანდემია COVID-19. მიმდინარე წელი გასულ წელთან შედარებით გაცილებით უკეთესი იყო, რაც პირველ რიგში გამოწვეული იყო  ქვეყანაში დაწესებული სხვადასხვა სახის შეზღუდვის ეტაპობრივი მოხსნით, რასაც თავის მხრივ მოჰყვა ეკონომიკის მნიშვნელოვანი ზრდა, რის გამოც მოხდა ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების ზრდა.

 

მეორე მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის კურსის გაუფასურება უცხოურ ვალუტებთან მიმართებაში, თუმცა წლის ბოლოს ის შედარებით გამყარდა და დასტაბილურდა .

 

ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი არის აღურიცხავი დიზელის საწვავის არსებობა, რაც დაკავშირებულია მნიშვნელოვან ფასთაშორის სხვაობასთან საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის. კერძოდ, სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების ავზებით ხდება დიზელის საწვავის შემოდინება საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შესაბამისი  სახელმწიფო უწყებები აქტიურად ცდილობენ  აღნიშნული პრობლემის მოგვარებას.

 

ასევე შეიძლება მნიშვნელოვან გამოწვევად ჩაითვალოს საწვავის ხარისხთან დაკავშირებული ვითარება. ეს ეხება როგორც ბენზინს (A-91 ოქტანის), ასევე დიზელის საწვავს. საჭიროა  შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების მხრიდან საწვავის ხარისხის პერმანენტული კონტროლის განხორციელება როგორც იმპორტირებულ, ასევე  საცალო ქსელში რეალიზებულ პროდუქტებზე, რაც სამწუხაროდ არ ხდება.

 

ნავთობპროდუქტების სექტორისათვის მთავარი გამოწვევა მთელი წლის განმავლობაში იყო ნავთობის მზარდი ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისიდან დღემდე (27 დეკემბრის მონაცემებით) ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe-ის სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია 27.51 დოლარით/ბარელზე ანუ 53.8 პროცენტით და შეადგენს 78.60 დოლარს/ბარელზე.

 

საგულისხმოა, რომ ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად ასევე მნიშვნელოვნად გაიზარდა საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხდევითაც ხორციელდება საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი. ყოველივე ამის ფონზე  ჩვენთანაც ხდებოდა საწვავის ფასის ზრდა, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო კვირების განმავლობაში საწვავის ფასი არათუ დასტაბილურდა, შემცირებისკენაც (5-10 თეთრით/ლიტრაზე) კი წავიდა.

 

პანდემია COVID-19-სა და მისგან გამომდინარე შეზღუდვების მიუხედავად, მიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი გაზრდილია. 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1042,3 ათასი ტონა, რაც 37,5 ათასი ტონით ანუ 3,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1004,8 ათასი ტონა) შედარებით და 49,7 ათასი ტონით ანუ 5%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (992,6 ათასი ტონა) შედარებით.

 

პანდემიიდან გამომდინარე ყველაზე მეტად ნავთობპროდუქტების ბიზნეს-სექტორში გასულ წელს დაზარალდა საავიაციო ნავთის სეგმენტი, თუმცა მიმდინარე წელს მაჩვენებელი დადებითი მიმართულებით შეიცვალა. კერძოდ, 2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 85,8 ათასი ტონა, რაც 34,6 ათასი ტონით ანუ 67,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,2 ათასი ტონა) შედარებით და 6,4 ათასი ტონით ანუ 6,9%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2  ათასი ტონა) შედარებით.

 

თუმცა, COVID-19 პანდემიამ ნეგატიური გავლენა მოახდინა სხვა სახის ნავთობპროდუქტების მოხმარებაზე და შესაბამისად, მათ იმპორტზე. კერძოდ:

 

2021 წლის იანვარ-ნოემბრის   თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 107 ათასი ტონა, რაც 12,6 ათასი ტონით ანუ 10,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (119,6 ათასი ტონა) შედარებით.

 

2021 წლის იანვარ-ნოემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად იგივეა გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (17,12 ათასი ტონა) შედარებით.

 

2021 წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG) იმპორტმა შეადგინა  34,6  ათასი ტონარაც 7,3 ათასი ტონით ანუ 17,4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (41,9  ათასი ტონა) შედარებით. მათ შორისმიმდინარე წლის 11 თვის განმავლობაში იმპორტის  92,2% (31,9 ათასი ტონაგანხორციელდა რუსეთის ფედერაციიდან.

 

ასევე უნდა აღინიშნოს მიმდინარე წელს განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები. კერძოდ, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრისდიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ №238 დადგენილებაში ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც მოხდა დიზელზე ახალი ხარისხობრივი ნორმების მიღების ერთი წლით  გადავადება. ეს ხელს შეუწყობს იმას, რომ ქვეყანაში კვლავინდებურად იყოს წარმოდგენილი აზერბაიჯანული დიზელის  საწვავი, რაც ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ საწვავზე მაღალი ფასების პირობებში მომხმარებელს ჰქონდეს არჩევანის საშუალება შედარებით დაბალფასიან პროდუქტზე.

 

მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეკონომიკური პრობლემებისა, ნავთობპროდუქტების ინდუსტრიაში მთელი წლის განმავლობაში ხდებოდა ახალი ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა და განვითარება როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მხრიდან. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი არაბრენდული კომპანიის მხრიდან ხდება ქსელური კომპანიების ჩამოყალიბება და განვითარება თავისი სამარკო ნიშნით (პორტალი, ეკო პეტროლი და სხვ). წლის განმავლობაში ხორციელდებოდა მნიშვნელოვანი ინვესტიციები, როგორც ბრენდირებული, ასევე არაბრენდირებული კომპანიების მიერ. დღეისათვის საქართველოში ფუნქციონირებს 1300-ზე მეტი ავტოგასამართი სადგური.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

112.55 დოლარი/ბარელზე

+   0.51

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

113.23  დოლარი/ბარელზე

+  1.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.05 ლარი 

პრემიუმი   3.95 ლარი

რეგულარი  3,70  ლარი

ევრო დიზელი  4.35 ლარი

დიზელი   4.15 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.12 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.97 ლარი

ევრო რეგულარი – 3.77 ლარი

ევრო დიზელი – 4.44 ლარი

ეკო დიზელი – 4.48 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.24 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.10 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.90 ლარი

ევრო რეგულარი –  3.67 ლარი

ევრო დიზელი – 4.33 ლარი

 

სუპერი –  4.12 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.97 ლარი

ევრო რეგულარი – 3,75 ლარი

efix ევრო დიზელი – 4.39 ლარი

ევრო დიზელი –  4.29 ლარი

 

სუპერი –  4.13 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.93 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.73 ლარი

რეგულარი – 3.59 ლარი

ევრო დიზელი – 4.39 ლარი

დიზელი – 4.29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

P o r t a l

პრემიუმი –  3.73 ლარი

ევრო რეგულარი – 3,33 ლარი

ევრო დიზელი –4.25 ლარი

effect დიზელი –  4.15 ლარი

დიზელი –  4.00 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE