ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
05:42 19.04.2024

საქართველოში საწვავის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას

11-03-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„მიმდინარე წლის პირველი ორი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი)  იმპორტმა შეადგინა 89,1 ათასი ტონა, რაც 20,3 ათასი ტონით ნაკლებია 2012 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით და 18 ათასი ტონით აღემატება 2011 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

 

კერძოდ, 2013 წლის იანვარ-თებერვლის თვეებში იმპორტირებულ იქნა 47,1 ათასი ტონა ბენზინი და 42  ათასი ტონა დიზელის საწვავი.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2013 წლის პირველი ორი თვის განმავლობაში რეგულარის ტიპის ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  მთელი ბენზინის იმპორტის 72 %, პრემიუმმა - 22,5%, სუპერმა - 5,5 %. რაც შეეხება დიზელის საწვავს, L-62 ტიპის დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა მთელი დიზელის საწვავის იმპორტის დაახლოებით 54%, ხოლო ევრო დიზელმა - 46%.

 

ზოგადად უნდა ითქვას, რომ მიმდინარე წელს საწვავის იმპორტი მართალია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით შემცირებულია,  მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე დგას, თუ იმ ფაქტსაც გავითვალისწინებთ, რომ საქართველოში დღითი დღე მატულობს  ავტოგაზის მოხმარება, რომლის ფასიც მნიშვნელოვნად დაბალია (1,05 ლარი/კუბამეტრზე) ბენზინის ფასთან შედარებით და მნიშვნელოვან კონკურენციას უწევს მას ფასიდან გამომდინარე.

 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გაზაფხულიდან იწყება საწვავის მოხმარების უფრო აქტიური პერიოდი, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, მშენებლობების, ინფრასტრუქტურული პროექტების გააქტიურებასთან. შესაბამისად, ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო თვეებში საწვავის იმპორტი გაიზრდება, რაც თავისთავად უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტში თანხების მაღალ შენატანებს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE