ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
20:59 18.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი საგზაო ბიტუმის ლაბორატორიული კვლევის დროის შემცირების თხოვნით გამოდის

03-07-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარე ვანო მთვრალაშვილის განცხადებით,

 

საქართველოში ამოქმედდა ფინანსთა მინისტრის ბრძანება №188 "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით სავალდებულო ხდება იმპორტირებული ნავთობის ბიტუმის განბაჟების დროს მისი ლაბორატორიული კვლევა. აღნიშნული ბრძანება დროულია და ხელს შეუწყობს ბაზარზე უხარისხო ნავთობის ბიტუმის შემოტანის შეზღუდვას, რაც დადებითად იმოქმედებს როგორც დაგებული ასფალტის ხარისხზე, ასევე ბაზარზე კომპანიებს შორის ჯანსაღი კონკურენციის განვითარებაზე.  

 

საქართველოში ნავთობის ბიტუმის ერთ-ერთი დიდი მომწოდებელია ირანის ისლამური რესპუბლიკა, საიდანაც ძირითადში პროდუქციის ტრანსპორტირება ხდება საავტომობილო სატვირთო ცისტერნებით.  ჩვენი საზღვრის გადმოკვეთის შემდეგ 48 საათის შემდეგ ყოველ დღეზე დაწესებულია მოცდენის თანხა დაახლოებით 120 დოლარის ოდენობით თითოეულ სატრანსპორტო საშუალებაზე.

 

"აკრედიტაციის ერთიანი ეროვნული ორგანო - აკრედიტაციის ცენტრის" ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარეობით არ არის აკრედიტირებული არც ერთი საგამოცდო ლაბორატორია, რომელიც შეძლებს ნავთობის ბიტუმზე გამოცდის ჩატარებას.

 

რჩება მხოლოდ ერთი - "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო", რომელსაც ჩვენი კანონმდებლობით მინიჭებული აქვს ნავთობის ბიტუმზე ლაბორატორიული კვლევის ჩატარების უფლება. აღნიშნულ ლაბორატორიაში ნავთობის ბიტუმის ლაბორატორიული კვლევა ხორციელდება 30 დღის განმავლობაში, ხოლო დაჩქარებული წესით -  5 სამუშაო დღის ვადაში. თუმცა ხშირი იქნება შემთხვევები, როდესაც მოხვდება არასამუშაო დღეები (შაბათი, კვირა, სადღესასწაულო დღეები), რის გამოც მეწარმეს ხშირ შემთხვევაში მოუწევს ლაბორატიული დასკვნის ლოდინი უფრო მეტ ხანს. აქედან გამომდინარე მეწარმეს მოუწევს სოლიდური თანხის გადახდა მოცდენის სახით. ასევე შესაძლებელია დაირღვეს ასფალტის მწარმოებლისათვის პროდუქციის მისაწოდებელი გრაფიკიც. ყველაფერმა ამან  კი  თავის მხრივ შესაძლოა მეწარმეს სხვა ფინანსური პრობლემებიც (თუნდაც მძღოლის დაბინავების და კვების ხარჯები) წარმოუშვას.

 

ნავთობის ბიტუმის იმპორტიორი კომპანიების თხოვნაა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსადმი, რომ ზემოხსენებულის გათვალისწინებით მოხდეს დაჩქარებული წესით (რომელიც ამჟამად წარმოადგენს 5 სამუშაო დღეს) ლაბორატორიული კვლევის დროის შემცირება.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE