ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
21:36 18.04.2024

სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება

04-12-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

,,ნოემბრის თვიდან დაწყებული ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება. კერძოდ, 2013 წლის 1 ნოემბრიდან 3 დეკემბრის მდგომარეობით ლონდონში Brent ნავთობის ფასი გაიზარდა 105,91 დოლარიდან 112,62  დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 94,61 დოლარიდან 96,04  დოლარამდე/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. ნოემბრის თვის დასაწყისიდან 3 დეკემბრის მდგომარეობით ბენზინის  ფასი გაზრდილია 43.75 დოლარით 912.00 დოლარიდან 955.75 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის  (10PPM) ფასი მომატებულია  36,75  დოლარით  916.00  დოლარიდან 952.75  დოლარამდე/ტონაზე.

 

ირანსა და დიდ ექვსეულს (აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია) შორის შეთანხმების დიდი მნიშვნელობის მიუხედავად, რომლის თანახმადაც ირანი იღებს ვალდებულებას, 20%-დან 5 %-მდე შეამციროს ურანის გამდიდრება და ასევე უფლებას მისცემს საერთაშორისო ისპექტორებს, მოახდინონ მათი ბირთვული ობიექტების ინსპექტირება, ამ ეტაპისთვის ამ გადაწყვეტილებებს ნავთობის ფასზე რამე რადიკალური ცვლილება არ გამოუწვევია. ზოგადად, უახლოეს პერიოდში ნავთობის ფასი ალბათ კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე იდგება შემდეგი გარემოებების გამო: ნავთობზე მაღალი მოთხოვნილებიდან გამომდინარე;  ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში არასტაბილური პოლიტიკური ვითარების გამო; ასევე მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ ნავთობის მოპოვება დღეისათვის გაცილებით ძვირი არის ადრეულ პერიოდთან შედარებით და მომავალშიც ასე იქნება.

 

საწვავის ფასწარმოქმნაზე გავლენას ახდენს ასევე ვალუტის გაცვლითი კურსი (დოლარი ლართან მიმართებაში), ვინაიდან საწვავის იმპორტისას გარიგება ხორციელდება დოლარებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ლარის კურსი მკვეთრად დაეცა დოლართან მიმართებაში. 

 

დღეისათვის საქართველოს ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი 2.20-2.23 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი 2.15-2.17  ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი 1,99-2,05 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი 1,99-2,00 ლარი/ლიტრზე,  ევრო დიზელი 2,17-2,20  ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი 1.95-2.07 ლარი/ლიტრზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE