ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
06:08 19.04.2024

გზებზე არსებული სავალალო ვითარება კლიმატურ პირობებთან ერთად დაგებული ასფალტის უხარისხობასაც უკავშირდება

01-04-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

"ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისათვის მნიშვნელოვანია  გზების მშენებლობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. ჩვენ, როგორც მნიშვნელოვანი სატრანზიტო ფუნქციის მატარებელმა,  ასევე ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებულმა ქვეყანამ, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ საავტომობილო გზების საკითხს და ვეცადოთ, რომ გზების მშენებლობა მაღალი სტანდარტის მიხედვით მიმდინარეობდეს. ამაში კი პირდაპირ სასიცოცხლოდ  არიან დაინტერესებული როგორც ქვეყნის მთავრობა, ასევე უბრალო მოქალაქეები. აქვე უნდა აღინიშნოს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გზების მშენებლობაზე ყოველწლიურად 500 მლნ ლარია გამოყოფილი და ცალკე 200 მლნ ლარი -  ადგილობრივი ბიუჯეტებიდან.

 

ასფალტის წარმოების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ე.წ. საგზაო ბიტუმი, რომლის ხარისხიც განსაზღვრავს შემდგომ დაგებული გზის ხარისხსა და მისი ექსპლუატაციის ვადას.

 

როგორც ცნობილია, საგზაო ბიტუმი საქართველოში არ იწარმოება და მისი იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი გახლავთ ირანის ისლამური რესპუბლიკა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2013 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 71,5 ათასი ტონა ბიტუმი. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი 98,9% შემოვიდა  ირანის ისლამური რესპუბლიკიდან, იმპორტის დანარჩენი წილი კი ნაწილდება  სხვა ქვეყნებზე.

 

ყველა თვალნათლივ ვხედავთ დღეს არსებულ სავალალო სიტუაციას გზებზე, რომელიც ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ეს ეხება როგორც თბილისს, ასევე საქართველოს მთელი მასშტაბით არსებულ გზებს.

 

გზებზე არსებული სავალალო მდგომარეობა არ არის განპირობებული მარტო მკაცრი ზამთრიდან გამომდინარე, ის უკავშირდება ასევე არასტანდარტულად და უხარისხო პროდუქციით დაგებულ ასფალტს. ანუ ეს ეხება როგორც ასფალტის წარმოებისას გამოყენებული პროდუქციის - ბიტუმის ხარისხს, ასევე საკუთრივ თვით ასფალტის წარმოების დაგების ხარისხს.

 

ბოლო წლების განმავლობაში  საქართველოში ხშირად ჰქონდა ადგილი უხარისხო საგზაო ბიტუმის შემოტანას, რომელიც თავის მხრივ გავლენას ახდენდა დაგებული ასფალტის ხარისხზე, რის შედეგსაც ჩვენ თვალნათლივ ვხედავდით. ჩვენს მიერ საქართველოს მთავრობის წინაშე საკითხი დასმულ იქნა იმპორტირებული საგზაო ბიტუმის ხარისხობრივი კონტროლის შემოღებასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიღებულ იქნა აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 10 ივნისის ბრძანება №188-ის თანახმად „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის 290 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ" დაიწყო საქართველოში იმპორტირებული ყველა საგზაო ბიტუმის ხარისხობრივი შემოწმება.  შემდგომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2013 წლის 15 აგვისტოს ბრძანება №271-ის თანახმად ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ზემოაღნიშნული კონტროლი შეზღუდულ იქნა და ხორციელდება შერჩევით.

 

უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში არ ხდებოდა საგზაო ბიტუმისა და დაგებული ასფალტის ხარისხზე არანაირი კონტროლი. დღეს საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ახორციელებს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მართებულ პოლიტიკას და ეს  საკითხი მკაცრ კონტროლზე ჰყავს აყვანილი, რისი დასტურიცაა თუნდაც ზემოხსენებული რეგულაციების შემოღება.

 

 მიგვაჩნია, რომ მიმდინარე წელსაც უნდა გაგრძელდეს ზემოაღნიშნული რეგულაციების განხორციელება და უნდა მოხდეს მონიტორინგი ასფალტის მწარმოებლების მიერ ასფალტის დაგებისას, რაც თავის დადებით შედეგს მოგვცემს უახლოეს მომავალში და დაზოგავს სახელმწიფო ბიუჯეტის მნიშვნელოვან თანხებს, ასევე ავტომფლობელი დაცული იქნება  სატრანსპორტო საშუალებების სავალი ნაწილის გაფუჭების შედეგად მიყენებული ზარალისაგან.

 

გარდა ამისა, მიღებულ უნდა იქნეს სტანდარტი საგზაო ბიტუმთან დაკავშირებით. კერძოდ, დადგენილ უნდა იქნეს შესაბამისი სტანდარტის მარკის (პენეტრაცია) პროდუქტის გამოყენება ასფალტის დაგებისას საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის მისი კლიმატური პირობებიდან გამომდინარე (მაღალმთიანი და ა.შ.)."




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE