ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:02 20.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირისა და ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა ასოციაცია „ნია“-ს ერთობლივი განცხადება

23-07-2015

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარის მიერ 14 ივლისს გამოცემული იქნა N81 ბრძანება, რომლის თანახმადაც კონკურენციის კანონის დარღვევის მოტივით სოლიდური თანხებით   დაჯარიმდნენ ნავთობპროდუქტების ბაზრის მონაწილე, ჩვენიწევრი კომპანიები - „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი" („სოკარი"), „სან პეტროლიუმ ჯორჯია", „რომპეტროლ საქართველო", „ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია",  „ლუკოილ ჯორჯია", კერძოდ  ჯამში მათ დაეკისრათ ჯარიმები 55 მილიონი ლარის ოდენობით.

აღნიშნულ გადაწყვეტილებას კატეგორიულად არ ვეთანხმებით და მიგვაჩნია, რომ  ჩამოთვლილი კომპანიები ყოველთვის მოქმედებდნენ  კანონმდებლობის ფარგლებში

უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მოკვლევის მთელი პერიოდის მანძილზე კომპანიები სააგენტოს აწვდნიდნენ ამომწურავ ინფორმაციას, თუმცა სამწუხაროდ, როგორც გაირკვა, არც სამუშაო და არც დასკვნით შეხვედრებზე კომპანიების არგუმენტაცია არ იქნა გათვალისწინებული.

იმავდროულად კი ფაქტია, რომ ნავთობპროდუქტების სასაქონლო ბაზარი, რომელიც იქმნებოდა ბოლო ათი წლის განმავლობაში ყოველთვის იყო კონკურენტული და   სწორედ ამან განაპირობა სექტორის თვალსაჩინო განვითარება და ქვეყანაში თანამედროვე ევროპული ტიპის ბიზნესინდუსტრიის შექმნა.

ზემოაღნიშნული კომპანიები, სახელმწიფო ბიუჯეტის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორები, ინვესტორები და  მსხვილი დამსაქმებლები არიან. მათ მიერ

2012-2013-2014 წლებში ჯამურად შეადგინა:

სახელმწიფო ბიუჯეტში შენატანებმა   - 1 მლრდ 590 მლნ ლარი

განხორციელებული ინვესტიციებმა   - 440 მლნ ლარი

დასაქმებულ თანამშრომელთა  რაოდენობამ  - 12018.

დაკისრებული სოლიდური ჯარიმები, ზეგავლენას მოახდენს  არა მხოლოდ კომპანიების   ფინანსურ მდგომარეობაზე, არამედ საერთაშორისო იმიჯზეც, რაც, თავის მხრივ,   გავლენას იქონიებს საინვესტიციო გარემოზე და   მკვეთრად გააუარესებს ქვეყანაში ბიზნეს კლიმატს.

ამ ვითარებიდან ერთ-ერთ გამოსავლად ეკონომიურ აგენტებს დავის სასამართლოში გაგრძელება მიაჩნიათ. იმედი გვაქვს, რომ სასამართლო მიიღებს ობიექტურ გადაწყვეტილებას.

23.07.2015




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE