ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2015 წელს საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 1036,1 ათასი ტონა, რაც 132.6 ათასი ტონით ანუ 12.8%-ით აღემატება 2014 წლის იმპორტის მაჩვენებელს (903,5 ათასი ტონა). მათ შორის, 2015 წელს ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 441.0 ათასი ტონა (67.2 ათასი ტონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 595.1 ათასი ტონა (65,5 ათასი ტონით მეტი 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით).
საწვავის კატეგორიების მიხედვით 2015 წელს საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 297,3 ათასი ტონა ანუ 67,4%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 134,2 ათასი ტონა ანუ 30,4%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 9,5 ათასი ტონა ანუ 2,2%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 251,3 ათასი ტონა ანუ 42,2%, L-62 დიზელის საწვავი - 342,3 ათასი ტონა ანუ 57,5%, DT – 1,5 ათასი ტონა ანუ 0,3%.
ქვეყნების მიხედვით 2015 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 321,7 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 255,4 ათასი ტონა – 24,6%; ბულგარეთი - 178,5 ათასი ტონა – 17,2%; რუსეთი - 101,8 ათასი – 9,8%, თურქმენეთი - 85,7 ათასი ტონა – 8,3%, საბერძნეთი - 84,6 ათასი ტონა– 8,2%; ისრაელი - 8,0 ათასი ტონა ანუ 0,8% და სხვ.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
2015 წელს საქართველოში იმპორტირებულ იქნა 86,4 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 9,2 ათასი ტონით ანუ 10.6%-ით აღემატება 2014 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი - 85,9 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
2015 წლის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 11.4%-ით აღემატება 2014 წლის მაჩვენებელს.
2015 წელს საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 64,6 ათასი ტონა, რაც 13,6 ათასი ტონით ანუ 21%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი