ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5300 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3309 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4349 ხმა
 
06:47 14.08.2022

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებსა და საქართველოში

26-04-2016

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით: 

 

ჩვენ მიმოვიხილავთ საწვავის ფასს აპრილის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით. ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი გაიზარდა 0,01 ევროთი/ლიტრაზე და შეადგენს საშუალოდ 1,12 ევროს/ლიტრაზე.

 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნიდერლანდებში, ნორვეგიასა და იტალიაში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 25-30%-ით აღემატება ევროპის სხვა ქვეყნების საშუალო ფასებს.  კერძოდ, ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,65 ევროს (დაახლოებით 4,14 ლარი (საქართველოში არსებული დღევანდელი გაცვლითი კურსით), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 3,97 ლარი), დიზელის საწვავი - 1,18 ევროს (დაახლოებით 2,96 ლარი); ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,70 ევროს (დაახლოებით 4,27 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,60 ევროს (დაახლოებით 4,02 ლარი), დიზელის საწვავი - 1,41 ევროს (დაახლოებით 3,54 ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 1,58 ევროს (დაახლოებით 3,97 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,52 ევროს (დაახლოებით 3,82 ლარი), დიზელის საწვავი - 1,38 ევროს (დაახლოებით 3,47 ლარი).

 

ევროპაში ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,57 ევრო (დაახლოებით 1,43 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,50 ევრო (დაახლოებით 1,26 ლარი), დიზელის საწვავი - 0,47 ევროს (დაახლოებით 1,18 ლარი).

 

ასევე უნდა აღინიშნოს საწვავის ფასი ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, როგორებიც არიან  სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, მოლდავეთი. კერძოდ, სომხეთში - 1 ლიტრი სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს 0,79 ევროს (დაახლოებით 1,98 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,76 ევროს (დაახლოებით 1,91 ლარი), დიზელის საწვავი - 0,70 ევროს (დაახლოებით 1,76 ლარი);  აზერბაიჯანში -  სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,60 ევროს (დაახლოებით 1,51 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,55 ევროს (დაახლოებით 1,38  ლარი) - ამ ორივე პროდუქტს აზერბაიჯანი არ აწარმოებს და ის ევროპიდან იმპორტირებულია, ადგილობრივი წარმოებული დიზელის საწვავი - 0,35 ევროს (დაახლოებით 0,88 ლარი); უკრაინაში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,75 ევროს (დაახლოებით 1,88 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,78 ლარი), დიზელის საწვავი - 0,61 ევროს (დაახლოებით 1,53 ლარი); მოლდავეთში - სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,73 ევროს (დაახლოებით 1,83 ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,71 ევროს (დაახლოებით 1,78 ლარი), დიზელის საწვავი - 0,59 ევროს (დაახლოებით 1,48 ლარი).

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი  ტიპის  ბენზინი - 1,70-1,88 ლარი პრემიუმი  ტიპის ბენზინი  -  1,60-1,75 ლარი;  რეგულარის  ტიპის  ბენზინი  1,40-1,65 ლარი დიზელი ლ-62 - 1,37-1,49 ლარი ევრო დიზელი  -  1,40-1,65  ლარი. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 10-15 თეთრით ნაკლებია ლიტრაზე.

 

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი ევროპის რიგ ქვეყნებში აპრილის თვის შუა რიცხვების მდგომარეობით.

 

ქვეყანა 

ბენზინი 95 

ბენზინი 98 

დიზელი 

 რუსეთი

 0,50 ევრო (1,26 ლ)

 0,57 ევრო (1,43 )

 0,47 ევრო (1,18 )

 აზერბაიჯანი

 0,55 ევრო (1,38 ლ) 

 0,60 ევრო (1,51 ლ)

 0,35 ევრო (0,88 )

 უკრაინა

 0,71 ევრო (1,78 ლ)

0,75 ევრო (1,88 ლ) 

 0,61 ევრო (1,53 )

 სომხეთი

 0,76 ევრო (1,91 ლ)

 0,79 ევრო (1,98 ლ)

 0,70 ევრო (1,76 )

 მოლდავეთი

 0,71 ევრო (1,78 ლ)

 0,73 ევრო (1,83 ლ)

 0,59 ევრო (1,48 )

 ლატვია

 1,04  ევრო (2,61 ლ)

 1,09 ევრო (2,74 ლ)

 0,89 ევრო (2,24 )

 ლიტვა

 1,08 ევრო (2,71 ლ)

 1,13 ევრო (2,84 ლ)

 0,94 ევრო (2,36 )

 საბერძნეთი

 1,36 ევრო (3,42 ლ)

 1,52 ევრო (3,82 ლ)

 1,02 ევრო (2,56 )

 ნორვეგია

 1,60 ევრო (4,02 ლ)

 1,70 ევრო (4,27 ლ)

 1,41 ევრო (3,54 )

 ნიდერლანდები

 1,58 ევრო (3,97 ლ)

 1,65 ევრო (4,14 ლ)

 1,18 ევრო (2,96 )

 თურქეთი

 1,37 ევრო (3,44 ლ) 

 1,38 ევრო (3,47 ლ)

 1,11 ევრო (2,79 )

 იტალია

 1,52 ევრო (3,82 ლ) 

 1,58 ევრო (3,97 ლ)

 1,38 ევრო (3,47 )

 გერმანია

 1,28 ევრო (3,21 ლ) 

 1,38 ევრო (3,47 ლ)

 1,05 ევრო (2,64 )

 საფრანგეთი

 1,32 ევრო  (3,32 ლ)

 1,37 ევრო (3,44 ლ)

 1,07 ევრო (2,69 )

 ესპანეთი

 1,15 ევრო  (2,89 ლ)

 1,27 ევრო (3,19 ლ)

 0,97 ევრო (2,44 )




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

99.60 დოლარი/ბარელზე

+ 2.20

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

94.34 დოლარი/ბარელზე

+ 2.41

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.20 ლარი 

პრემიუმი   3.90 ლარი

რეგულარი  3,65  ლარი

ევრო დიზელი  4.55 ლარი

დიზელი   4.50 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.24 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.05 ლარი

ევრო რეგულარი – 3.65 ლარი

ევრო დიზელი –4.57 ლარი

ეკო დიზელი – 4.63 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.52 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.15 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.85 ლარი

ევრო რეგულარი –  3.63 ლარი

ევრო დიზელი –4.42 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

ევრო პრემიუმი – 4.09 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი –4.57 ლარი

ევრო დიზელი –  4.50 ლარი

 

სუპერი – 4.19 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.89 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.69 ლარი

რეგულარი – 3.49 ლარი

ევრო დიზელი – 4.47 ლარი

დიზელი – 4.37 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.45 ლარი

effect დიზელი –  4.33 ლარი

დიზელი –  4.10 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE