ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:5300 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3309 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:4349 ხმა
 
07:52 14.08.2022

საქართველოში საწვავის მოხმარება იზრდება

11-05-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  87,1 ათასი ტონა, რაც 13,5 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  45,4  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 41,7  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აპრილის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 32,2  ათასი ტონა ანუ 70,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 11,7 ათასი ტონა ანუ 25,8%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,5 ათასი ტონა ანუ 3,3%.

 

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის აპრილის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 36,2 ათასი ტონა ანუ 86,8%, L-62 დიზელის საწვავი - 5,5 ათასი ტონა ანუ  13,2 %.

 

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აპრილის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 27,2  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 31,2%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუსეთი  - 21 ათასი ტონა (24,1%), ბულგარეთი - 13,8 ათასი ტონა (15,9%), აზერბაიჯანი  - 13,4 ათასი ტონა (15,4%),    საბერძნეთი -  7,5 ათასი ტონა (8,6%), თურქმენეთი - 3,4 ათასი ტონა (3,9%), უკრაინა - 0,7 ათასი ტონა (0,8%), დიდი ბრიტანეთი - 0,1 ათასი ტონა (0,1%).

 

მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში განხორციელდა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი უფრო მეტი ოდენობით, ვიდრე გასული წლის ანალოგიურ პერიოდში, რაც თავის მხრივ განპირობებულია ნავთობპროდუქტებზე მოხმარების ზრდით. ამაზე გავლენა მოახდინა ერთის მხრივ იმან, რომ ბენზინზე დაბალი ფასის გამო ავტოგაზის მომხმარებელი ისევ ბენზინის მოხმარებას დაუბრუნდა. მეორეს მხრივ, საწვავის მოხმარება პირდაპირ კავშირშია სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების, ინფრასტრუქტურული პროექტების, მშენებლობის, სატრანზიტო გადაზიდვების ზრდასთან,  ზოგადად ეკონომიკის გააქტიურებასთან. ასევე მნიშვნელოვანია, რომ საწვავის გაზრდილი მოხმარების შედეგად სახელმწიფო ბიუჯეტი გადასახადების სახით  უფრო მეტ თანხებს იღებს.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მიმდინარე პერიოდში ფიქსირდება ასევე ყველა სხვა ნავთობპროდუქტის იმპორტის ზრდაც. კერძოდ:

 

მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,7  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 5,8 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.

 

/წლის აპრილის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8  ათასი ტონა, რაც 0.2 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.

 

2016 წლის აპრილის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,3 ათასი ტონა, რაც 6,3 ათასი ტონით აღემატება მარტის თვის მაჩვენებელს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

99.60 დოლარი/ბარელზე

+ 2.20

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

94.34 დოლარი/ბარელზე

+ 2.41

 

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.20 ლარი 

პრემიუმი   3.90 ლარი

რეგულარი  3,65  ლარი

ევრო დიზელი  4.55 ლარი

დიზელი   4.50 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.24 ლარი

ეკოპრემიუმი –  4.05 ლარი

ევრო რეგულარი – 3.65 ლარი

ევრო დიზელი –4.57 ლარი

ეკო დიზელი – 4.63 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.52 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.15 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.85 ლარი

ევრო რეგულარი –  3.63 ლარი

ევრო დიზელი –4.42 ლარი

 

სუპერი –  4.29 ლარი

ევრო პრემიუმი – 4.09 ლარი

ევრო რეგულარი – 3,80 ლარი

efix ევრო დიზელი –4.57 ლარი

ევრო დიზელი –  4.50 ლარი

 

სუპერი – 4.19 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.89 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.69 ლარი

რეგულარი – 3.49 ლარი

ევრო დიზელი – 4.47 ლარი

დიზელი – 4.37 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3.59 ლარი

ევრო რეგულარი – 3,09 ლარი

ევრო დიზელი –4.45 ლარი

effect დიზელი –  4.33 ლარი

დიზელი –  4.10 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE