ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:3108 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:1798 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:2226 ხმა
 
15:41 28.01.2022

ნავთობპროდუქტების იმპორტის აგვისტოს თვის სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა

06-09-2016

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  94,4 ათასი ტონა, რაც 36,6  ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  49,5  ათასი ტონა (კლება 5,1 ათასი ტონით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 44,9 (კლება 31,5 ათასი ტონით)  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2016 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,0  ათასი ტონა ანუ 72,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 12,5 ათასი ტონა ანუ 25,3%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,0 ათასი ტონა ანუ 2,0%.

 

ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა კატეგორიების მიხედვით მ/წლის ივლისის თვეში შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 39,7 ათასი ტონა ანუ 88,4%, L-62 დიზელის საწვავი - 5,2 ათასი ტონა ანუ 11,6%.

 

ქვეყნების მიხედვით 2016 წლის აგვისტოს თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 33,8  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,8%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: ბულგარეთი - 15,6 ათასი ტონა (16,5%),  თურქმენეთი - 15,5 ათასი ტონა (16,4%), აზერბაიჯანი  - 12,5 ათასი ტონა (13,3%),  რუსეთი  - 9,0 ათასი ტონა (9,5%), საბერძნეთი -  5,8 ათასი ტონა (6,2%), უკრაინა - 2,2 ათასი ტონა (2,3%).

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 12,8  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 1,1 ათასი ტონით ნაკლებია ივლისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

/წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,8  ათასი ტონა, რაც 0,1 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.  

 

2016 წლის აგვისტოს თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 10,7 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით აღემატება წინა თვის მაჩვენებელს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

89.34 დოლარი/ბარელზე

- 0.62

Light Sweet Crude Oil

86.61 დოლარი/ბარელზე

- 0.74

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.26 ლარი 

პრემიუმი   3.18 ლარი

რეგულარი  3,09  ლარი

ევრო დიზელი  3,12 ლარი

დიზელი   3.04 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.30 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.20 ლარი

ევრო რეგულარი – 3.12 ლარი

ევრო დიზელი – 3.14 ლარი

ეკო დიზელი – 3.19 ლარი

დიზელ ენერჯი –   3.10 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 3.60 ლარი

ევრო სუპერი –  3.30 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.17 ლარი

ევრო რეგულარი –  3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.12 ლარი

 

სუპერი –  3.33 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.21 ლარი

ევრო რეგულარი – 3,13 ლარი

efix ევრო დიზელი – 3,19 ლარი

ევრო დიზელი –  3.15 ლარი

 

სუპერი –  3.33 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.23 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.19 ლარი

რეგულარი – 3.13 ლარი

ევრო დიზელი – 3.19 ლარი

დიზელი – 3.12 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE