ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
19:18 19.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას

07-06-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

,,2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  85,6 ათასი ტონა, რაც  10,4 ათასი ტონით ანუ 12,1%-ით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

სულ მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 371,7 ათასი ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 11,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2017 წლის მაისში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 45,2 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 40,4 ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის მაისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 36,3 ათასი ტონა ანუ 80,3%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი -  8,4 ათასი ტონა ანუ 18,6%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,5 ათასი ტონა ანუ 1,1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 39,3 ათასი ტონა ანუ 97,3%, L-62 დიზელის საწვავი - 0,2 ათასი ტონა ანუ 0.5%, DT -0.9 ათასი ტონა ანუ 2,2 %.

 

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის მაისში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 30,5 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 35,6%),  თურქმენეთიდან - 19,5 ათასი ტონა (22,8%), ბულგარეთიდან - 13,8 ათასი ტონა (16,1%), რუსეთიდან  - 12,9 ათასი ტონა (15,1%), საბერძნეთიდან -  5,2 ათასი ტონა (6,1%), აზერბაიჯანიდან 3,1 ათასი ტონა (3,6%),  უკრაინიდან - 0,6 ათასი ტონა (0,7%) და სხვ.

 

მიუხედავად იმისა, რომ ნავთობპროდუქტების იმპორტი მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, მაინც უნდა ჩაითვალოს, რომ იმპორტი კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა იმის გათვალისწინებით, რომ მიმდინარე წლიდან გაიზარდა აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე. ეს განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით (ინფრასტრუქტურული პროექტების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების ზრდა, სატრნაზიტო გადაზიდვები...). ერთ-ერთი მთავარი ფაქტორია საქართველოს სატრანსპორტო პარკის მნიშვნელოვანი ზრდა. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, 2012 წელს საქართველოში ავტოტრანსპორტის ოდენობამ შეადგინა 831,6 ათასი ერთეული; 2013 წ - 906,7 ათასი ერთეული (+9,0%); 2014 წ - 999,1 ათასი ერთეული (+ 10,2%); 2015 წ - 1,08 მლნ ერთეული (+8,2%); 2016 წ - 1,17 მლნ ერთეული (+7,9%);

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

2017 წლის მაისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 9,0 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 2,2 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი -  94,4 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

 

2017 წლის მაისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,7 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2017 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 5,3 ათასი ტონა, რაც 6,7 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით.  




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE