ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
06:03 20.04.2024

ნავთობპროდუქტების იმპორტის 2017 წლის I ნახევრის სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა

06-07-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

,,2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა  85,0 ათასი ტონა, რაც  0,6 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 456,7 ათასი ტონა, რაც 62,6 ათასი ტონით ანუ 13,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2017 წლის ივნისში  ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 39,0 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 46,0 ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2017 წლის ივნისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,7 ათასი ტონა ანუ 71%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი -  10,9 ათასი ტონა ანუ 28%,  A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 0,4 ათასი ტონა ანუ 1%. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა: 50PPM (ევრო დიზელი) – 46,0 ათასი ტონა ანუ 100%.

 

ქვეყნების მიხედვით 2017  წლის ივნისში  ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 26,9 ათასი ტონა (მთელი იმპორტის 31,6%),  თურქმენეთიდან - 20,3 ათასი ტონა (23,9%), ბულგარეთიდან - 11,8 ათასი ტონა (13,9%), აზერბაიჯანიდან 11,7 ათასი ტონა (13,8%), რუსეთიდან  - 9,7 ათასი ტონა (11,4%), საბერძნეთიდან -  4,4 ათასი ტონა (5,2%),   უკრაინიდან - 0,2 ათასი ტონა (0,2%).

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

2017 წლის ივნისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 13,6 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 4,6 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს. აქედან უმეტესი წილი -  94,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 40,1 ათასი ტონა, რაც 7,9 ათასი ტონით ანუ 19,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2017 წლის ივნისში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,5 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით ნაკლებია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2017 წლის ივნისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 4,4 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან შედარებით. სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 32,4 ათასი ტონა, რაც 1,2 ათასი ტონით ანუ 3,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2017 წლის ივნისში საქართველოში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 2,2 ათასი ტონა, რაც 1,4 ათასი ტონით აღემატება მაისის თვის მაჩვენებელს.  სულ მიმდინარე წლის პირველი 6 თვის განმავლობაში პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 7,0 ათასი ტონა, რაც 2,2 ათასი ტონით ანუ 31,4%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE