ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
09:53 26.04.2024

ნავთობის მიმდინარე ფასების მიმოხილვა

28-07-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დღეისათვის ბოლო 2 თვის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, დღეისათვის,  ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე (IСE Futures Europe) - Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 51.49 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა -  49.04 დოლარი/ბარელზე. ივლისის თვეში Brent ტიპის ნავთობის ფასი მერყეობდა 47-51 დოლარის ფარგლებში, ხოლო Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი - 44-49 დოლარის ფარგლებში/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის მატება ფიქსირდება იმ ფონზე, როდესაც გასულ კვირას საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააკეთება პროგნოზი 2017-2018 წლებში ნავთობის ფასის საშუალო ფასთან დაკავშირებით 51-52 დოლარის ოდენობით/ბარელზე, რაც 3 $-ით ნაკლებია წინა პროგნოზთან შედარებით.

 

მიმდინარე დღეების ნავთობის ფასის მატება უკავშირდება აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგების შემცირებას, რომელიც მიმდინარე წლის იანვრის შემდეგ ყველაზე დაბალ მაჩვენებელზე დგას.

 

თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ოპეკისა და ოპეკის არაწევრი რიგი ქვეყნების შეთანხმება, რომელიც ეხება ნავთობის მოპოვების შემცირებას, მეტნაკლებად  სრულდება და 24 ივლისს სანკტ-პეტერბურგში გამართულ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შეთანხმების შესრულების უფრო ძლიერად გაკონტროლების შესახებ.

 

დისბალანსი, რომელიც არსებობს ნავთობის მიწოდება-მოთხოვნილებას შორის მიწოდების სასარგებლოდ, ოპეკის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად, ნელ-ნელა ბალანსდება.

 

თუმცა სამომავლო პროგნოზების გაკეთებისგან ყველა თავს იკავებს, ვინაიდან ნავთობის წარმოება აშშ-ში კვლავინდებურად მაღალ მაჩვენებელზეა, რაც ხელს უშლის ნავთობის ფასის სტაბილიზირებას და მის მკვეთრ მატებას.

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, იმის გათვალისწინებით, რომ ლარის კურსი დოლართან მიმართებაში სტაბილურია და ასევე საერთაშორისო ფასები  Platt’s-ის მიხედვით  მკვეთრად არ იცვლება, უახლოეს პერიოდში საწვავის ფასები სტაბილურობას შეინარჩუნებს.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE