ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
17:41 20.04.2024

საწვავის ფასის ზრდის ტენდენციები

14-11-2017

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო თვეების განმავლობაში ნავთობის ფასი იზრდება და დაახლოებით ბოლო 2 წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას.   კერძოდ, დღეისათვის ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  63.16 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში  York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა - 56.76 დოლარი/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის ზრდა ძირითადად განპირობებულია „ოპეკი +“-ის წევრთა მიერ ნავთობის მოპოვების შემცირების შეთანხმების გაგრძელების პერსპექტივით. კერძოდ, როგორც ცნობილია 2016 წლის ბოლოს ოპეკის წევრმა და რამოდენიმე არაწევრმა ქვეყენამ მიიღეს გადაწყვეტილება ნავთობის ყოველდღიური მოპოვების კვოტების 1,8 მლნ ბარელით შემცირებასთან დაკავშირებით. აღნიშნული შეთანხმება დაიდო 2017 წლის პირველი 6 თვის ვადით მისი შესაძლო გაგრძელების პერსპექტივით. 2017 წლის მაისში ის გაგრძელდა კიდევ 9 თვით 2018 წლის მარტის ბოლომდე. მ/წლის 30 ნოემბერს ვენაში დაგეგმილია „ოპეკი +“-ის  მორიგი შეხვედრა, სადაც სავარაუდოდ მოხდება აღნიშნული შეთანხმების გაგრძელების საკითხის განხილვა.

 

ოქტომბრის თვიდან მოყოლებული მოხდა საერთაშორისო ფასების ზრდა ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი. კერძოდ, ბენზინის  ფასი გაიზარდა  საშუალოდ 70-80 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის - 40-50 დოლარით/ტონაზე.

 

უნდა აღინიშნოს ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის   გაუფასურება დოლართან  მიმართებაში. შედარებისათვის, ოქტომბრის დასაწყისში  ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,4764 ერთეულს,  ხოლო დღეისათვის  -   2,6538  ერთეულს.

 

საერთაშორისო ფასის ზრდისა და ლარის გაუფასურების პირობებში დოლართან მიმართებაში მოხდა ასევე საწვავის ფასის ზრდა საქართველოს საცალო ქსელში. კერძოდ, ოქტომბერ-ნოემბრის თვეებში მოხდა  რეგულარი ტიპის ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასის მატება: ევრო დიზელის საწვავის - საშუალოდ 6-11 თეთრით ლიტრაზე, რეგულარი ტიპის ბენზინის - 5-10 თეთრით/ლიტრაზე.

 

საწვავის ფასის შემდგომი ტენდენცია დამოკიდებული იქნება საერთაშორისო ფასებზე S&P Global Platts-ის მიხედვით და ლარის კურსზე დოლართან მიმართებაში".




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE