ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platts-ის მიხედვით კლებულობს. განსაკუთრებით შემცირებულია ბენზინის ფასი. კერძოდ, მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის შემდეგ ბენზინის საერთაშორისო ფასი დაკლებულია 124.75 დოლარით/ტონაზე, ხოლო დიზელის ფასი - 22 დოლარით/ტონაზე.
ამავე პერიოდში კლებულობს ასევე ნავთობის ფასი მსოფლიო სანავთობო ბირჟებზე. კერძოდ, ლონდონში InterContinental Exchange Futures Europe-ზე ნავთობის ფასი შემცირებულია 4.19 დოლარით 114.33 დოლარიდან 110.14 დოლარამდე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX)-ზე 1.2 დოლარით 91.25 დოლარიდან 90.05 დოლარამდე.
საერთაშორისო ფასების შემცირება განპირობებულია რამოდენიმე ფაქტორით. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს მსოფლიოში ნავთობზე გლობალური მოთხოვნილების შემცირების საშიშროება; რომელიც დაკავშირებულია თავის მხრივ მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან მსოფლიოში ნავთობის ყველაზე დიდ ორ მომხმარებელ ქვეყანაში - ჩინეთსა და აშშ-ში. კერძოდ, ჩინეთში უკვე მე-7 კვარტალი ზედიზედ მცირდება ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლები, ხოლო აშშ-ში გამოქვეყნდა შრომითი დასაქმების უარყოფითი სტატისტიკური მონაცემები.
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, საწვავის ფასების კორექტირება ზემოაღნიშნულ პერიოდში მოხდა ერთხელ კლების მიმართულებით 4-6 თეთრით ლიტრაზე. უახლოეს პერიოდში საერთაშორისო ფასების შემცირებიდან გამომდინარე ფასების კლების ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი