ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
16:08 19.04.2024

თებერვალში საწვავის იმპორტი გაიზარდა

12-03-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  74,7 ათასი ტონა, რაც 3,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით 2,4 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით.

 

მათ შორის, 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  40,6  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 34,1  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 27,1  ათასი ტონა ანუ 66,7%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 12,3 ათასი ტონა ანუ 30,3%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,2 ათასი ტონა ანუ 3%.

 

ქვეყნების მიხედვით 2018 წლის თებერვლის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 26,5  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 35,5%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 17,3 ათასი ტონა (23,1%),  თურქმენეთი - 13,9 ათასი ტონა (18,6%); აზერბაიჯანი - 8,9 ათასი ტონა (11,9%), ბულგარეთი  - 5,2 ათასი ტონა (7,0%);  საბერძნეთი -  2,9 ათასი ტონა (3,9%).

 

იმის გათვალისწინებით, რომ ბენზინისა და დიზელის საწვავის თებერვლის თვის  იმპორტი აღემატება როგორც იანვრის თვის, ასევე გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, ქვეყანაში საწვავის მოხმარება კვლავინდებურად სტაბილურად მაღალ ნიშნულზე დგას.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 1,9  ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,6 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

/წლის თებერვლის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4  ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით მეტია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,4 ათასი ტონა, რაც 1,9 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით.

 

2018 წლის თებერვლის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 0,3 ათასი ტონა, რაც 0,9 ათასი ტონით ნაკლებია იანვრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

12.03.2018




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE