ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
18:29 24.04.2024

მაისში საავიაციო ნავთის იმპორტი შემცირდა, საგზაო ბიტუმის კი - გაიზარდა

07-06-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2018 წლის მაისის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 7,3 ათასი ტონა, რაც 1,5 ათასი ტონით ნაკლებია აპრილის თვის მაჩვენებელთან შედარებით (8,8 ათასი ტონა).

ქვეყნების მიხედვით, 2018 წლის მაისში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 4,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 67,1%- შეადგენს. შემდეგ მოდიან: საბერძნეთი - 1,9 ათასი ტონა (26,0%), რუმინეთი - 0,5 ათასი ტონა (6,8%).

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 31,3 ათასი ტონა, რაც 3,3 ათასი ტონით ანუ 11,8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (28,0 ათასი ტონა).

2018 წლის მაისის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,7 ათასი ტონა, რაც 2,1 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (5,8 ათასი ტონა). აქედან იმპორტის 97,4% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 22,4 ათასი ტონა, რაც 4,1 ათასი ტონით ანუ 15,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (26,5 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში აღნიშნული სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.

2018 წლის მაისის თვეში  საქართველოში გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით აღემატება აპრილის თვის მაჩვენებელს (1,6 ათასი ტონა).

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის  თვეებში  გათხევადებული აირების  პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 4,8 ათასი ტონა, რაც ფაქტიურად ანალოგიურია გასული წლის 5 თვის მაჩვენებლისა.

LPG  მოიხმარება საყოფაცხოვრებო და სამრეწველო დანიშნულებით,  ბოლო პერიოდში ის მოიხმარება ასევე საავტომობილო საწვავის სახით. დღევანდელი მონაცემებით საქართველოში საშუალოდ 2500-3000 ავტომობილი მოიხმარს LPG-ის საწვავად.

 

07.05.2018




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE