ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6791 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5619 ხმა
 
22:07 06.11.2024

ნავთობის ფასი ბოლო 4 წლის მაქსიმუმ მაჩვენებელზე დგას

02-10-2018

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

სექტემბრის  თვეში ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე ძირითადად იზრდებოდა. კერძოდ, თვის განმავლობაში ის გაიზარდა საშუალოდ 5,24 დოლარით/ბარელზე ანუ 6,77%-ით  და დღეისათვის შეადგენს 82,67 დოლარს/ბარელზე. ხოლო აგვისტოს თვის დასაწყისიდან ნავთობის ფასი გაზრდილია საშუალოდ 8,42 დოლარით/ბარელზე ანუ 11.3 %-ით. ცნობისათვის, წლის დასაწყისში ბარელი ნავთობი შეადგენდა  საშუალოდ 67 დოლარს. უნდა აღინიშნოს, რომ ნავთობის ამჟამინდელი ფასი ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ.

 

მიმდინარე ეტაპზე ნავთობის ფასის ზრდა განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით: როგორც ცნობილია, ნოემბრის თვიდან ძალაში შედის სანქციები ირანის წინააღმდეგ. შესაბამისად არის მოლოდინი იმისა, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდება. უნდა ითქვას, რომ მიმდინარე ეტაპზე ინდური და ჩინური კომპანიები მასიურად აცხადებენ უარს ირანული ნავთობის შესყიდვაზე. აშშ ავლენს პრინციპულ პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით, რომლის ინიციატორიც გახლავთ ის და მისი მიზანია, რომ ირანიდან ნავთობის ექსპორტი დავიდეს ნულამდე. ასევე უნდა აღინიშნოს, „ოპეკის +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით მიმდინარე ეტაპზე გეგმის მიხედვით ხორციელდება. თუმცა შესაძლებელია, ნავთობის ფასზე პოზიტიური გავლენა (შემცირებისკენ) მოახდინოს იმან, რომ შესაძლოა საუდის არაბეთმა უახლოეს პერიოდში დაიწყოს ნავთობის მოპოვებისა და ექსპორტის გაზრდა ყოველდღიურად 0.5 მლნ ბარელით. თუმცა ეს დამოკიდებულია ქუვეითთან მოლაპარაკებებზე ამ ორი ქვეყნის ნეიტრალურ ზონაში ნავთობის მოპოვების განახლებასთან დაკავშირებით.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული  ვალუტის  - ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საწვავის ფასი. სექტემბრის თვეში ლარი დოლართან მიმართებაში გაუფასურდა. კერძოდ, აგვისტოს თვის დასაწყისში ლარის  ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან  მიმართებაში   შეადგენდა 2,4484  ერთეულს,    სექტემბრის თვის დასაწყისში  -   2,5789  ერთეულს და თვის ბოლოს მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6151  ერთეულს.

 

შესაბამისად, საერთაშორისო ფასების მატებიდან გამომდინარე და ბოლო პერიოდის განმავლობაში ლარის მკვეთრი ვარდნის გამო დოლართან მიმართებაში,  მოხდა საქართველოს საწვავის საცალო ქსელში საწვავის ფასის მატება. კერძოდ, სექტემბრის თვეში მოხდა საწვავის ფასის მატება ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 5-8 თეთრით ლიტრაზე.  დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,34-2,52 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,47-2,60 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,57-2,68 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,50-2,64 ლარი/ლიტრაზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

76.04  დოლარი/ბარელზე

+  1.75      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

72.30     დოლარი/ბარელზე

+   0.58

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.47 ლარი 

პრემიუმი   3,06 ლარი

რეგულარი  2.90  ლარი

ევრო დიზელი  3.05 ლარი

დიზელი   2.96 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.42 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  2.95  ლარი

ევრო რეგულარი –  2.79  ლარი

ევრო დიზელი –  2.95 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.49 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,09 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  2.99 ლარი

რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი –  3.33 ლარი

დიზელი –  2.97 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,89 ლარი

ევრო რეგულარი – 2,65 ლარი

ევრო დიზელი – 3.32 ლარი

effect დიზელი –  3.21 ლარი

დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE