ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4509 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:2681 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:3559 ხმა
 
15:35 23.05.2022

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში (ზეთების,საავიაციო ნავთის, საგზაო ბიტუმის და თხევადი აირის) იმპორტი გაიზარდა

08-04-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2019 წლის  მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1.6 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,4 ათასი ტონა (25%), შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,3 ათასი ტონა (18,75%),  თურქეთი - 0,2 ათასი ტონა (12,5%), გერმანია - 0,1 ათასი ტონა (6,25%), უკრაინა - 0,07 ათასი ტონა (4,3%) და სხვა.

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 4,2 ათასი ტონა, რაც 0,3 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (3,9 ათასი ტონა).

2019 წლის მარტის თვეში  საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 8,0 ათასი ტონა.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის მარტში საავიაციო ნავთის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 2,5 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 32,50%- შეადგენს. შემდეგ მოდიან: ეგვიპტე - 2,4 ათასი ტონა (31,0%), რუმინეთი - 1,4 ათასი ტონა (17,5%), საბერძნეთი - 1,4 ათასი ტონა (17,5%), თურქეთი - 0,3 ათასი ტონა (2,4%).

მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 21,6 ათასი ტონა, რაც 6,4 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (15,2 ათასი ტონა).

საავიაციო ნავთის იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება მნიშვნელოვნად იზრდება,  რაც დაკავშირებულია საქართველოში საერთაშორისო რეისების განმახორციელებელი საჰაერო სატრანსპორტო საშუალებების რეისების ზრდასთან.

2019 წლის მარტის თვეში  საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 7,9 ათასი ტონა. აქედან იმპორტის 98,7% მოდის  ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 19,2 ათასი ტონა, რაც 10,1 ათასი ტონით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (9,1 ათასი ტონა).

სანავთობო ბიტუმის მოხმარება ძირითადად ხდება გზების მშენებლობისას, ასფალტის წარმოებისას. მიმდინარე  ეტპზე სეზონის ამ დროისათვის ფიქსირდება საკმაოდ მაღალი მოხმარება.  ჩვენი აზრით, მომავალ თვეებში საგზაო სამუშაოების მასშტაბურად გააქტიურების შედეგად პროდუქციის მოხმარება კიდევ მეტად გაიზრდება.

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების  (LPG) იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონა.

2019 წლის მარტის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტის 91,4%-ი განხორციელდა რუსეთიდან, ხოლო აზერბაიჯანიდან - 7,2%-ი, ბელორუსიდან - 1,4% - ი.

მიმდინარე წლის პირველი კვარტლის განმავლობაში გათხევადებული აირების პროპან-ბუტანის ნაერთის (LPG) იმპორტმა შეადგინა 2.7 ათასი ტონა, რაც 0,6 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ( 2,1 ათასი ტონა).

LPG გამოიყენება საყოფაცხოვრებო დანიშნულების მიზნით, ავტომობილების გამართვისათვის და სამრეწველო დანიშნულებით. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საავტომობილო დანიშნულებით აღნიშნული პროდუქტის მოხმარება იზრდება იქიდან გამომდინარე, რომ წინა წლებთან შედარებით მნიშვნელოვნადაა გაზრდილი ავტომობილების რაოდენობა (დაახლოებით 4 ათას ერთეულამდე), რომლებიც თხევად აირზე მოძრაობს და ამავე დროს გაზრდილია გაზგასამართი სადგურების რაოდენობა ქვეყანაში, საერთო ჯამში აღნიშნული პროდუქციის იმპორტი და მოხმარება მნიშვნელოვნად არ იზრდება.

 

 

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

112.55 დოლარი/ბარელზე

+   0.51

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

113.23  დოლარი/ბარელზე

+  1.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   4.05 ლარი 

პრემიუმი   3.95 ლარი

რეგულარი  3,70  ლარი

ევრო დიზელი  4.35 ლარი

დიზელი   4.15 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  4.12 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.97 ლარი

ევრო რეგულარი – 3.77 ლარი

ევრო დიზელი – 4.44 ლარი

ეკო დიზელი – 4.48 ლარი

დიზელ ენერჯი –   4.24 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  4.10 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.90 ლარი

ევრო რეგულარი –  3.67 ლარი

ევრო დიზელი – 4.33 ლარი

 

სუპერი –  4.12 ლარი

ევრო პრემიუმი –  3.97 ლარი

ევრო რეგულარი – 3,75 ლარი

efix ევრო დიზელი – 4.39 ლარი

ევრო დიზელი –  4.29 ლარი

 

სუპერი –  4.13 ლარი

G-Force პრემიუმი –  3.93 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.73 ლარი

რეგულარი – 3.59 ლარი

ევრო დიზელი – 4.39 ლარი

დიზელი – 4.29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

P o r t a l

პრემიუმი –  3.73 ლარი

ევრო რეგულარი – 3,33 ლარი

ევრო დიზელი –4.25 ლარი

effect დიზელი –  4.15 ლარი

დიზელი –  4.00 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE