ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
12:41 19.04.2024

2019 წლის პირველ სამ თვეში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია

18-04-2019

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 „მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  69.6 ათასი ტონა, რაც გასულ თვესთან შედარებით ნაკლებია 14,9 ათასი ტონით (84,5 ათასი ტონა).

მათ შორის, 2019 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  37.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32.2  ათასი ტონა.

სულ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  232.6 ათასი ტონა, რაც 9.9 ათასი (4,3%) -ით  ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  134,9  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 97,6  ათასი ტონა.

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 90,3 ათასი ტონა ანუ 66,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 42,9 ათასი ტონა ანუ 31,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,8 ათასი ტონა ანუ 1,3%.

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 69,9  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის  30%- შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 68,8 ათასი ტონა (29,6%), აზერბაიჯანი - 39,2 ათასი ტონა (16,8%), ბულგარეთი  - 27,9 ათასი ტონა (11,9%);   თურქმენეთი - 16,4 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი -  10,3 ათასი ტონა (4,4%), შვეიცარია - 0,09 ათასი ტონა (0,03%).

            მიმდინარე წლის I კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოხდა  დიზელის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ძირითადად საქართველოდან თურქეთში დიზელის საწვავის გადინების (სავსებით ლეგალურად) შემცირებასთან.  თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებაზე მიმდინარე წელს იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

         ცნობისათვის: 2017 წელს იმპორტირებულ იქნა ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალების - 16 471 ერთეული, ხოლო 2018 წელს - 25 554 ერთეული, მიმდინარე წელს ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა  ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზე.

         ასევე საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები,  რამაც გამოიწვია ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება.

        ცნობისათვის: მიმდინარე წლის პირველი სამი თვის  განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  გაიარა: 249 019 ასს, აქედან გამართული იყო  - 136 277 ასს, დახარვეზდა  - 112 068 ასს, განმეორებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაზე დახარვეზდა - 4 955 ასს.

 

 

 

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE