ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
05:16 19.04.2024

მ/წლის ნოემბრის თვეში საგზაო ბიტუმისა და გათხევადებული აირების (LPG) იმპორტი შემცირდა, ხოლო საავიაციო ნავთისა და ზეთების - გაიზარდა

11-12-2019

  

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

2019 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,9 ათასი ტონა, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 0,42 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 24,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: ირანი - 0,41 ათასი ტონა (23,4%), რუსეთი -  0,25 ათასი ტონა (14,3%),  გერმანია - 0,18 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,3  ათასი ტონა, რაც  0,7 ათასი ტონით  ანუ 4%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (17,6 ათასი ტონა).

2019 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 9,2 ათასი ტონა, რაც 7,1 ათასი ტონით აღემატება ოქტომბრის თვის მაჩვენებელს.

ქვეყნების მიხედვით, 2019 წლის ნოემბრის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 72,8% განხორციელდა თურქმენეთიდან, 17,4% - თურქეთიდან და ა.შ.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 92,2 ათასი ტონა, რაც 0,4 ათასი ტონით  ანუ 0.4%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით (92,6 ათასი ტონა).

2019 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 13,3 ათასი ტონა, რაც 6,5 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან იმპორტის 72,9% (9,7 ათასი ტონა) მოდის ირანის ისლამურ რესპუბლიკაზე. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 1,9 ათასი ტონა (14,3%), ერაყი - 1,7 ათასი ტონა (12,8%).

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში სანავთობო ბიტუმის იმპორტმა შეადგინა 163,6 ათასი ტონა, რაც 70,0 ათასი ტონით ანუ 74,8%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (93,6 ათასი ტონა).

2019 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 1,1 ათასი ტონა, რაც 0,5 ათასი ტონით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში გათხევადებული აირების (LPG)  იმპორტმა შეადგინა 15,4 ათასი ტონა, რაც 2,6 ათასი ტონით  ანუ 20,3%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (12,8 ათასი ტონა).




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE