ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6719 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
02:19 17.04.2024

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება

26-08-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

 მიმდინარე წელს ნავთობის ფასი არაერთგვაროვნად იცვლებოდა. წლის დასაწყისში არსებული მაღალი ფასები შემდეგ შეიცვალა ბოლო წლების რეკორდულად ყველაზე დაბალი ფასებით, რაც პირდაპირ კავშირში იყო  COVID-19-ის პანდემიასთან, ვინაიდან მსოფლიოში ნავთობის ყოველდღიური მოხმარება შემცირდა სხვადასხვა კომპეტენტური შეფასებებით საშუალოდ 12-14 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში.  მას შემდეგ, რაც  „ოპეკი +“-მა მიიღო  უპრეცედენტო გადაწყვეტილება შეთანხმებაში მონაწილე ქვეყნების მიერ ნავთობის მოპოვების შემცირებასთან დაკავშირებით (მაისის თვიდან 9,7 მილიონი ბარელით/დღე-ღამეში) და ამავდროულად დაიწყო  მსოფლიო ეკონომიკის  აღდგენის პროცესი,  ქვეყნების მიერ საყოველთაო კარანტინის მოხსნა, საჰაერო, სახმელეთო სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა, სხვადასხვა ეკონომიკური დარგების გახსნა. ამან თავისთავად გამოიწვია ნავთობზე მოთხოვნილების მატება. ყოველივე ეს კი ხელს უწყობს   ნავთობის ფასის ზრდას.


კერძოდ, მიმდინარე წლის მარტის თვის დასაწყისში პანდემიის გააქტიურების დაწყებისთანავე  ნავთობის ფასმა კლება დაიწყო. მაისის თვის შუა რიცხვებამდე ნავთობის ფასი დაბალ ნიშნულზე იდგა და უკვე ამის შემდეგ იწყებს ის მატებას.  დღეისათვის ნავთობის ფასი ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე  შეადგენს 45,86  დოლარს/ბარელზე, რაც საშუალოდ 80%-ით მეტია პანდემიის პერიოდის საშუალო ფასთან შედარებით.


რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს,  იმ პერიოდში, როდესაც ფიქსირდებოდა საერთაშორისო ფასების კლება ნავთობპროდუქტებზე   S&P Global Platt’s-ის მიხედვით, პარალელურად მცირდებოდა ფასები საქართველოს საცალო ქსელში, ჯამში საშუალოდ 80 თეთრით/ლიტრაზე. თუმცა ივლისის თვიდან საწვავის ფასმა ზრდა დაიწყო და გაზრდილია არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საშუალოდ 35-40 თეთრით/ლიტრაზე, ხოლო ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე -  20 თეთრით/ლიტრაზე.


დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს საცალო ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 1,99-2,07 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,06-2,17 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,09-2,19 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,02-2,12 ლარი/ლიტრაზე.

 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.45  დოლარი/ბარელზე

+ 0.71       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.49    დოლარი/ბარელზე

+ 0.38

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE