ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
08:40 20.04.2024

ნავთობის ფასის მატების პარალელურად საწვავის ფასიც იზრდება

25-11-2020

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

ბოლო პერიოდში ნავთობის ფასი ძირითადად იზრდება და ყველაზე მაღალ მაჩვენებელზე დგას მარტის თვის შემდეგ.  კერძოდ, მიმდინარე წლის ნოემბრის თვის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 10,40 დოლარით/ბარელზე ანუ 27,8%-ით და დღეისათვის შეადგენს 47,86 დოლარს/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის მატება განპირობებულია შემდეგი ძირითადი ფაქტორებით:  1. საიმედო ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ მომავალი წლის იანვრის თვიდან დაიწყება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მასობრივი წარმოება; 2. აშშ-ის გენერალური სერვისების ადმინისტრაციის მიერ საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვებულად გამოცხადების შემდეგ, დონალდ ტრამპის თანხმობა ხელისუფლების გადაბარების პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვითრომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის  ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად  იზრდება. კერძოდ, ბენზინის  ფასი ნოემბრის თვის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 67,5$-ით/ტონაზე ანუ 19,8%-ით 407,50 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის  ფასი გაზრდილია დაახლოებით 82,5$-ით/ტონაზე ანუ 27%-ით 388,25 დოლარამდე/ტონაზე.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის - ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი.  კერძოდ, ნოემბრის თვის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 3,2327 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 3,3193 ერთეულს.

 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, ნოემბრის თვიდან დაწყებული საწვავის ფასი გაზრდილია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 7-13 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,10-2,29 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,28-2,39 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,45-2,49 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,27-2,39 ლარი/ლიტრაზე, დიზელის საწვავი - 2,17-2,33 ლარი/ლიტრაზე.

 

უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე ეტაპზე საწვავის ფასის მხოლოდ ამ დოზით ზრდა მოხდა იმის გათვალისწინებით, რომ კომპანიების მიერ არსებობდა დაბალფასიანი საწვავის გარკვეული მარაგები, რაც გარკვეულწილად აბალანსებდა საბითუმო ბაზარს. თუმცა საბითუმო ბაზარზე საწვავის ფასი იზრდება, რასაც ემატება ლარის კურსის გაუფასურება, რაც იწვევს საწვავის ფასის მატებას როგორც ბრენდირებულ, ასევე არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.13    დოლარი/ბარელზე

- 1.21

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE