ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 158,9 ათასი ტონა, რაც 1,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (160 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის თვეებში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 80,5 ათასი ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 2,6 ათასი ტონით ანუ 3,1%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 78,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1,6 ათასი ტონით ანუ 2,0%-ით).
ქვეყნების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-თებერვლის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 38,0 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 23,9%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუმინეთი - 31,5 ათასი ტონა (19,8%), აზერბაიჯანი - 29,8 ათასი ტონა (18,8%), თურქმენეთი - 25,7 ათასი ტონა (16,2%),ბულგარეთი - 16,9 ათასი ტონა (10,6%); თურქეთი - 7,4 ათასი ტონა (4,6%) საბერძნეთი -7,1 ათასი ტონა (4,5%), ყაზახეთი - 2,5 ათასი ტონა (1,6%) და სხვა.
19.03.2021
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
66.94 დოლარი/ბარელზე
+ 0.36
(NYMEX)
Light Sweet Crude Oil
63.46 დოლარი/ბარელზე
+ 0.31
სუპერი – 2.95 ლარი
პრემიუმი – 2.85` ლარი
რეგულარი – 2,65 ლარი
ევრო დიზელი – 2.75 ლარი
დიზელი – 2.65 ლარი
გაზი – 1.35 ლარი
ეკო სუპერი – 2.96 ლარი
ეკოპრემიუმი – 2.86 ლარი
ევრო რეგულარი – 2.67 ლარი
ევრო დიზელი – 2.79 ლარი
ეკო დიზელი – 2.85 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.72 ლარი
გაზი – 1.39 ლარი
სუპერი ecto 100 – 3.08 ლარი
ევრო სუპერი – 2.92ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 2.82ლარი
ევრო რეგულარი – 2.62 ლარი
ევრო დიზელი – 2.78 ლარი
სუპერი – 2.93 ლარი
ევრო პრემიუმი – 2.85 ლარი
ევრო რეგულარი – 2.65 ლარი
efix ევრო დიზელი – 2.81 ლარი
ევრო დიზელი – 2.73 ლარი
სუპერი – 2.96ლარი
G-Force პრემიუმი – 2.86 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 2.71 ლარი
რეგულარი – 2.65 ლარი
ევრო დიზელი – 2.77 ლარი
დიზელი – 2.71 ლარი
გაზი – 1.44 ლარი