ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6722 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4096 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5554 ხმა
 
08:51 26.04.2024

მ/წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი გაიზარდა, საავიაციო ნავთის იმპორტი კი შემცირდა

26-07-2021

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,09 ათასი ტონით ანუ 5,1%-ით ნაკლებია მაისის თვის მაჩვენებელთან (1,76 ათასი ტონა) შედარებით და 0,20 ათასი ტონით ანუ 13,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,47 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, მიმდინარე წლის ივნისის თვეში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 0,30 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,0%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 0,25 ათასი ტონა (15,0%); თურქეთი - 0,24 ათასი ტონა (14,4%); გერმანია - 0,16 ათასი ტონა (9,6%),  და სხვ.

 

2021 წლის იანვარ-ივნისის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 8,81 ათასი ტონა, რაც 1,26 ათასი ტონით ანუ 16,7%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (7,55 ათასი ტონა) შედარებით და 0.65 ათასი ტონით ანუ 6.9%-ით ნაკლები პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,46 ათასი ტონა) შედარებით.

 

2021 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუსეთიდან - 1,61 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 18,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 1,39 ათასი ტონა (15,8%); ირანი - 1,09 ათასი ტონა (12,4%), გერმანია - 0,91 ათასი ტონა (10,3%) და სხვ.

 

2021 წლის ივნისის თვეში საქართველოში  საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 6,8 ათასი ტონა, რაც 1,7 ათასი ტონით  ანუ 33,3%-ით მეტია  წინა თვის მაჩვენებელთან (5,1 ათასი ტონა) და 0,3 ათასი ტონით ანუ 4,6%-ით მეტი გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (6,5 ათასი ტონა)  შედარებით.

 

მათ შორის, 2021 წლის ივნისის თვეში საავიაციო ნავთის იმპორტის 44,1%  (3,0 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 29,4% (2,0 ათასი ტონა) - იტალიიდან, 14,7% (1,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან,  10,3% (0,7 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 1,5% (0,1 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან.

 

2021 წლის იანვარ-ივნისის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 28,1 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 2,8%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (28,9 ათასი ტონა) შედარებით და 23,6 ათასი ტონით ანუ 45,6%-ით ნაკლები პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (51,7 ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, 2021 წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 61,9%  (17,4 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 14,9% (4,2 ათასი ტონა) - იტალიიდან, 8,9% (2,5 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 7,1% (2,0 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 5,3% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1,8% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE