ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6720 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4095 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5553 ხმა
 
05:43 19.04.2024

საავიაციო ნავთის იმპორტი მნიშვნელოვნად გაიზარდა, საავტომობილო ზეთების იმპორტი კი - შემცირდა

18-01-2022

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

2021 წლის იანვარ-დეკემბრის  თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 18,86 ათასი ტონა, რაც 0,22 ათასი ტონით ანუ 1,2%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (19,08 ათასი ტონა) შედარებით.

 

2021 წლის 12 თვის განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა ირანიდან - 3,24 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 17,2%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: თურქეთი - 3,13 ათასი ტონა (16,6%), რუსეთი - 2,76 ათასი ტონა (14,6%);  გერმანია - 1,69 ათასი ტონა (9%) და სხვ.

 

მიუხედავად იმისა, რომ საწვავის იმპორტი და მოხმარება გაზრდილია, საცხებ-საპოხი მასალების იმპორტი შემცირდა. ჩვენი აზრით, ეს დაკავშირებულია ქვეყანაში ინფლაციის ზრდასთან, რაც ავტომფლობელებს აიძულებს ზეთის დროული გამოცვლა გადაავადონ გარკვეული პერიოდით, რაც იწვევს სწორედაც ზეთის მოხმარების შემცირებას.

 

მათ შორის საყურადღებოა ასევე ისიც, რომ აქედან გამომდინარე მომხმარებელი უპირატესობას ანიჭებს დაბალფასიან პროდუქციას და სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია, რომ მომწოდებელი ქვეყნების ჩამონათვალში პირველ სამეულში არიან ირანი, თურქეთი და რუსეთი.

 

2021 წლის იანვარ-დეკემბრის  თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 96,4 ათასი ტონა, რაც 40 ათასი ტონით ანუ 70,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (56,4 ათასი ტონა) შედარებით და 5,4 ათასი ტონით ანუ 5,3%-ით ნაკლებია პანდემიამდე არსებულ 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (101,8  ათასი ტონა) შედარებით.

 

მათ შორის, 2021 წლის 12 თვის განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 59,9%  (57,7 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 12,4% (12 ათასი ტონა) - აზერბაიჯანიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - იტალიიდან, 11,3% (10,9 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 2% (1,9 ათასი ტონა) - ეგვიპტიდან, 1,6% (1,5 ათასი ტონა) - საბერძნეთიდან, 1% (1 ათასი ტონა) - შვეიცარიიდან, 0,5% (0,5 ათასი ტონა) - რუსეთიდან; 0,01% (0,01 ათასი ტონა) - რუმინეთიდან.

 

საავიაციო ნავთის იმპორტი მთელი წლის განმავლობაში იზრდება, რაც პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ტურიზმისა და საჰაერო მიმოსვლის ნაწილობრივ აღდგენასთან.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

90.02  დოლარი/ბარელზე

- 0.08       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

85.34    დოლარი/ბარელზე

- 0.02

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,25 ლარი

რეგულარი  3.07  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.27 ლარი

ევრო რეგულარი – 3.07 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.69 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.25  ლარი

ევრო რეგულარი – 3,11  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი

ევრო დიზელი –  3,29 ლარი

 

სუპერი – 3.75 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,29 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,19 ლარი

რეგულარი – 3.09 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,00 ლარი

ევრო რეგულარი – 2,80 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE