ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
"მიმდინარე თვეში ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე იზრდება. კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან დღემდე ლონდონში Brent ნავთობის ფასი გაიზარდა 105,62 დოლარიდან 110.33 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი 99,74 დოლარიდან 101.94 დოლარამდე/ბარელზე.
ნავთობის ფასის ზრდა ხდება რუსეთ-უკრაინის კრიზისის გაღრმავების ფონზე. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აშშ-ში ნავთობის სტრატეგიული მარაგები საკმაოდ მაღალ ნიშნულზე დგას (1982 წლის შემდეგ ყველაზე მაქსიმალური მაჩვენებელი).
ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. კერძოდ, აპრილის თვის დასაწყისიდან 24 აპრილის მდგომარეობით ბენზინის ფასი გაზრდილია 42 დოლარით - 1029,75 დოლარამდე/ტონაზე; L-62 დიზელი გაზრდილია 39,75 დოლარით 912,50 დოლარამდე/ტონაზე; 10 PPM დიზელი მომატებულია 36,75 დოლარით 937,25 დოლარამდე/ტონაზე;
რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, აპრილის თვეში მოხდა რეგულარი და L-62 დიზელის საწვავის ფასის ზრდა საშუალოდ 3 თეთრით/ლიტრზე, ხოლო დანარჩენი პროდუქტების ფასი იგივეა.
კერძოდ, დღეისათვის ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი - 2.22-2.30 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი - 2.15-2.25 ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.00-2.10 ლარი/ლიტრზე, რეგულარის ტიპის ბენზინი - 2,05 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2.17-2.25 ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.05-2.09 ლარი/ლიტრზე. ხოლო არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის ფასი 5-10 თეთრით უფრო ნაკლებია."
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
86.09 დოლარი/ბარელზე
- 0.16
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
81.35 დოლარი/ბარელზე
- 0.27
სუპერი – 3.63 ლარი
პრემიუმი – 3,17 ლარი
რეგულარი – 2.98 ლარი
ევრო დიზელი – 3.33 ლარი
დიზელი – 3,24 ლარი
გაზი – 1.55 ლარი
ეკო სუპერი – 3.67 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.30 ლარი
ეკო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელ ენერჯი – 3,25 ლარი
გაზი – 1.59 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.58 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.10 ლარი
ევრო რეგულარი – 2.93 ლარი
ევრო დიზელი – 3,25 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 3,07 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.39 ლარი
ევრო დიზელი – 3,29 ლარი
სუპერი – 3.69 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,19 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3,09 ლარი
რეგულარი – 2.99 ლარი
ევრო დიზელი – 3.35 ლარი
დიზელი – 3,25 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2.89 ლარი
ევრო რეგულარი – 2,69 ლარი
ევრო დიზელი – 3.44 ლარი
effect დიზელი – 3.40 ლარი
დიზელი – 2.89 ლარი