ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6762 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4117 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5589 ხმა
 
18:48 23.07.2024

მსოფლიოში ნავთობის ფასი მცირდება

15-09-2014

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„ბოლო პერიოდის განმავლობაში  ნავთობის ფასი მსოფლიო სასაქონლო ბირჟებზე მცირდება და შეიძლება ითქვას, რომ დღეისათვის ნავთობის ფასი ბოლო 2 წლის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, 12 სექტემბრის მდგომარეობით  ლონდონში Brent ნავთობის ფასი შეადგენს 97,11  დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში Light Sweet ნავთობის ფასი - 92,27 დოლარს/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის შემცირება განპირობებული იყო ძირითადად ლიბიაში ნავთობის მოპოვების ზრდით და აშშ-დან ნავთობის ექსპორტის დაწყებით (პირველად 1970 წლის შემდეგ); მნიშვნელოვანია ასევე, რომ ერაყში არსებული კრიზისმა გავლენა ვერ მოავლინა როგორც ნავთობის მოპოვებაზე, ასევე მის ექსპორტზე. ასევე უნდა აღინიშნოს საერთაშორისო ენერგეტიკული სააგენტოს (MEA) განცხადება. კერძოდ, სააგენტომ შეამცირა მსოფლიოში ნავთობზე მოთხოვნილების პროგნოზი და აღნიშნა, რომ ეს დაკავშირებულია ეკონომიკის ზრდის შენელებით ევროპასა და ჩინეთში.

 

ასევე მნიშვნელოვანი მოვლენა გახლავთ სანავთობო სფეროსთვის ბოლო დღეებში აშშ-სა და ევრო კავშირის მიერ რუსული ნავთობისა და გაზის კომპანიებისათვის სანქციების დაწესება. კერძოდ, სანქციები შეეხოთ რუსეთში ნავთობის სფეროში მოქმედი კომპანიების 90%-ს, ხოლო გაზის სფეროში მოქმედი კომპანიების 100%-ს. სანქციები შეეხოთ ისეთ გიგანტურ ენერგეტიკულ კომპანიებს, როგორებიცაა „როსნეფტი", „გაზპრომი", „ტრანსნეფტი". ამერიკის მხრიდან სანქციების ქვეშ მოხვდნენ ასევე პირველად კერძო ნავთობკომპანიები, როგორებიცაა „ლუკოილი" და „სურგნეფტგაზი". დაწესებული სანქციების თანახმად, აღნიშნულ კომპანიეებს არ ექნებათ წვდომა ამერიკულ მაღალტექნოლოგიურ მოწყობილობებზე ნავთობის მოპოვების ასათვისებლად და დაზვერვითი საქმიანობისათვის არქტიკულ შელფზე, ღრმა წყლიან ზონაში და ფიქალის საბადოებზე. კომპანიებს ასევე არ ექნებათ წვდომა როგორც ამერიკულ, ასევე ევროპულ კაპიტალზე დაფინანსებისათვის.

 

რაც შეეხება სამომავლო პროგნოზს, აქ ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ნავთობმომპოვებელი ქვეყნის -  საუდის არაბეთის ბიუჯეტი დაბალანსებულია ნავთობის ფასზე 85 დოლარის ოდენობით ბარელზე (რუსეთის ბიუჯეტი  - 96 დოლარის ოდენობით ბარელზე). აქედან გამომდინარე ვარაუდობენ, რომ ნავთობის ფასის კლება 85 დოლარს ქვევით არ წავა.

 

ნავთობის ფასის კლების პარალელურად, შემცირებულია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით.  თუმცა უნდა ითქვას, რომ ფასის მკვეთრი შემცირება დაიწყო 8-10 სექტემბრის შემდეგ, ხოლო მთელი აგვისტოს პერიოდი და სექტემბრის დასაწყისი საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის მიხედვით ერთ დიაპაზონში იყო. ფასის შემცირების მსგავსი ტენდენციის შენარჩუნების შემთხვევაში ის აუცილებლად იქონიებს გავლენას ჩვენს ბაზარზე.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

85.03  დოლარი/ბარელზე

-  0.37      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

82,01     დოლარი/ბარელზე

-  0,25

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.72 ლარი 

პრემიუმი   3,34 ლარი

რეგულარი  3.15  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.75 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.37 ლარი

ევრო რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.65 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.20 ლარი

ევრო რეგულარი –  3.02  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.77 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.38  ლარი

ევრო რეგულარი – 3,23  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE