ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 854,5 ათასი ტონა, რაც 47 ათასი ტონით ანუ 5,8%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (807,5 ათასი ტონა) შედარებით და 75,1 ათასი ტონით ანუ 9,6%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (779,4 ათასი ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის პირველი 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 445,4 ათასი ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 57,4 ათასი ტონით ანუ 14,8%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 409,1 ათასი ტონა კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 10,3 ათასი ტონით ანუ 2,5%-ით).
კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 287,2 ათასი ტონა (64,5%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 149,5 ათასი ტონა (33,5%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 8,7 ათასი ტონა (2,0%);
მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბრის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 194,9 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 22,8%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 168,5 ათასი ტონა - 19,7%; რუსეთი - 164,2 ათასი ტონა - 19,2%; ბულგარეთი - 137,7 ათასი ტონა - 16,1%; რუმინეთი - 131 ათასი ტონა - 15,3%; საბერძნეთი - 25,5 ათასი ტონა - 3% და სხვ.
მათ შორის, 2021 წლის 9 თვის განმავლობაში ბენზინის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი გახლდათ თურქმენეთი, რომელმაც განახორციელა 134,8 ათასი ტონა ბენზინის (მხოლოდ A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი) იმპორტი, რაც მთელი ბენზინის იმპორტის 30,3%-ს შეადგენს. ხოლო დიზელის საწვავის ყველაზე დიდი მომწოდებელი გახლდათ აზერბაიჯანი, განახორციელა 168,5 ათასი ტონა დიზელის საწვავის იმპორტი, რაც მთელი დიზელის საწვავის იმპორტის 41,2%-ს შეადგენს.
ნავთობპროდუქტების იმპორტისა და მოხმარების მხრივ პოზიტიური დინამიკა გრძელდება, რაც პირდაპირაა დაკავშირებული ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პროცესთან. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ ბენზინის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი გახდა თურქმენეთი, რაც ისტორიაში არასდროს დაფიქსირებულა. აღნიშნულს განაპირობებს მასზე არსებული შედარებით დაბალი ფასი.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი