ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 1 148 705 ტონა, რაც 42,7 ათასი ტონით ანუ 3,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 105 995 ტონა) შედარებით და 52,7 ათასი ტონით ანუ 4,8%-ით პანდემიამდე არსებული 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1 096 018 ტონა) შედარებით.
მათ შორის, 2021 წლის განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 587 179 ტონა (მატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 46,8 ათასი ტონით ანუ 8,7%-ით), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 561 526 ტონა (კლება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 4,1 ათასი ტონით ანუ 0,7%-ით).
კატეგორიების მიხედვით, 2021 წლის იანვარ-დეკემბრის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა შემდეგი: A-91 რეგულარი ტიპის ბენზინი - 375 883 ტონა (64%); A-95 პრემიუმი ტიპის ბენზინი - 199 490 ტონა (34%); A-98 სუპერი ტიპის ბენზინი - 11 805 ტონა (2%);
მიმდინარე წლის 12 თვის განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქმენეთიდან - 244 601 ტონა, რაც მთელი იმპორტის 21,3%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 221 181 ტონა - 19,3%; აზერბაიჯანი - 215 872 ტონა - 18,8%; რუმინეთი - 204 638 ტონა - 17,8%; ბულგარეთი - 167 708 ტონა - 14,6%; საბერძნეთი - 37 223 ტონა - 3,2%, თურქეთი - 33 021 ტონა (2,9%), იტალია - 14 948 ტონა (1,3), ყაზახეთი - 2 824 ტონა (0,2%) და სხვ.
მათ შორის აღსანიშნავია, რომ 2021 წლის განმავლობაში ევროპის ქვეყნებიდან (რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, იტალია) იმპორტირებულ იქნა 424,517 ტონა ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი, რაც მთელი იმპორტის 36,9%-ს შეადგენს.
როგორც ვხედავთ, 2021 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტი და მოხმარება გაიზარდა როგორც წინა წლის, ასევე პანდემიამდე არსებულ 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ეს ყველაფერი კი პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდასთან.
ასევე უნდა აღინიშნოს, რომ პირველად დაფიქსირდა თურქმენეთი, როგორც ქვეყანაში ბენზინისა და დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი. მათ შორის, ის ბენზინის საწვავის (მხოლოდ A-91 ტიპის) ყველაზე დიდი მომწოდებელია. ხოლო დიზელის საწვავის ყველაზე მსხვილი მომწოდებელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაა.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი