ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:54 22.11.2024

მ/წლის I ნახევარში საწვავის იმპორტი გაიზარდა მისი რეკორდულად მაღალი ფასის მიუხედავად

18-07-2012

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

„2012 წლის I ნახევარში საქართველოში საწვავის იმპორტმა (ბენზინი და დიზელის საწვავი) შეადგინა 378 323 763,79 კგ, რაც 32 ათასი ტონით ანუ 8.5 პროცენტით აღემატება 2011 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს და 52 ათასი ტონით ანუ 14 პროცენტით 2010 წლის მაჩვენებელს.

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საწვავის ფასები მაღალ ნიშნულზე იდგა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში რეკორდულად ყველაზე მაღალი ფასებიც კი ფიქსირდებოდა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში ბენზინის მომხმარებელი აქტიურად გადადის მისი მაღალი ფასის გამო საწვავის ალტერნატიულ წყაროზე - ავტოგაზზე, რომლის ღირებულება ბენზინთან შედარებით საკმაოდ სტაბილური და მცირეა (1,10 ლარი/კუბამეტრზე). მაგრამ მიუხედავად ამისა, ბენზინის მოხმარება, არა თუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.

ასევე აღსანიშნავია  მიმდინარე წლის 6 თვის განმავლობაში საწვავის იმპორტი  კატეგორიების მიხედვით. კერძოდ,   ბენზინის მოხმარების მთლიან სტრუქტურაში რეგულარის ტიპის ბენზინის მოხმარებამ შეადგინა 70 % და გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით განსაკუთრებით გაზრდილია ევრო რეგულარის წილი,  პრემიუმი -  26,5 % (გაზრდილია 6%-ით), სუპერი -  3% (გაზრდილია უმნიშვნელოდ); რაც შეეხება დიზელის საწვავის მთლიან სტრუქტურას,  ევრო დიზელის მოხმარებამ შეადგინა  31,62 % (გაზრდილია 4 %-ით), ხოლო  L-62 მარკის დიზელის საწვავმა - 68 %.

კატეგორიების მიხედვით საწვავის იმპორტის მაჩვენებლის ზრდა გამოწვეულია იმით, რომ ბოლო პერიოდში მიმდინარეობს ავტოპარკის განახლება როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო სექტორში.

საწვავის მოხმარებასთან ერთად იზრდება ასევე სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლები, რაც მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისათვის.

მთლიანობაში საწვავის მოხმარების გაზრდა განპირობებულია ეკონომიკის ზრდით, ინფრასტრუქტურული პროექტების დიდი მოცულობით, სატრანზიტო გადაზიდვების, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების გააქტიურებით, ტურისტების შემოდინებით, ზოგადად ავტოპარკის გაზრდით. ასევე ველოდებით, რომ საწვავის მოხმარების მზარდი ტენდენციები შემდგომშიც გაგრძელდება, რადგან იწყება ზაფხულის - შვებულებებისა და ტურისტული სეზონი, როდესაც განსაკუთრებულად აქტიურია ტრანსპორტით მოძრაობა.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE