ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
10:48 22.11.2024

სანავთობო ბაზრის მიმოხილვა

30-06-2023

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

ბოლო 1 თვის განმავლობაში ნავთობის ფასი ლონდონის  Inter Continental Exchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე შემცირებულია საშუალოდ 1,28 დოლარით/ბარელზე ანუ 1,7%-ით და შეადგენს 72,26 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასი დაკლებულია საშუალოდ 1,76 დოლარით/ბარელზე ანუ 2,5%-ით და შეადგენს 67,70 დოლარს/ბარელზე.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე S&P Global Platts-ის მიხედვით, ბენზინის ფასი ბოლო 1 თვის განმავლობაში  გაზრდილია 26,25 დოლარით/ტონაზე ანუ 3,3 %-ით 818,50 დოლარამდე/ტონაზე. ხოლო დიზელის საწვავის ფასი გაზრდილია 23,5 დოლარით/ტონაზე ანუ  3,5%-ით 699 დოლარამდე/ტონაზე.

 

ასევე უნდა აღინიშნოს ლარის გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელზეც ასევე პირდაპირაა დამოკიდებული საწვავზე ფასების ცვლილება. ბოლო 1 თვის განმავლობაში მოხდა ლარის გაუფასურება. კერძოდ, 30 მაისს ის შეადგენდა 2,5823 ერთეულს, ხოლო დღეისათვის - 2,6177 ერთეულს.

 

ბოლო პერიოდში საწვავის ფასი საქართველოში სამწუხაროდ დამოკიდებულია რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული საწვავის პირობებზე, ვინაიდან ჩვენთან მოხმარებული საწვავის 90%-მდე სწორედ ამ ქვეყნიდანაა იმპორტირებული.

 

ბოლო პერიოდში რუსეთის ფედერაციიდან დიზელის საწვავის მოწოდების პირობები ფასთან მიმართებაში არ შეცვლილა. შესაბამისად, საქართველოს საცალო ქსელში დიზელის საწვავის ფასი სტაბილურია.

 

რაც შეეხება ბენზინს, მასთან მიმართებაში სიტუაცია უფრო რთულადაა. რუსეთის ფედერაციიდან მოწოდებული ბენზინის ფასი ბოლო პერიოდში გაზრდილია საშუალოდ 50-80 დოლარით/ტონაზე. ასევე აღსანიშნავია, რომ თვითონ რუსეთს გარკვეული შეზღუდვები აქვს დაწესებული პროდუქციის ექსპორტზე, რის  გამოც მოხდა ჩვენთან ბენზინის ფასის მცირედით მატება.




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE