ასფალტის წარმოების ერთ-ერთ ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ე.წ. საგზაო ბიტუმი, რომლის ხარისხიც განსაზღვრავს შემდგომ დაგებული გზის ხარისხსა და მისი ექსპლუატაციის ვადას.
როგორც ცნობილია, სანავთობო ბიტუმი საქართველოში არ იწარმოება და მისი იმპორტი ხორციელდება სხვადასხვა ქვეყნებიდან. მათ შორის, ერთ-ერთი დიდი მომწოდებელი გახლავთ ირანის ისლამური რესპუბლიკა. თუ გადავხედავთ სტატისტიკურ მაჩვენებლებს, 2012 წელს საქართველოში სულ იმპორტირებულ იქნა 84,6 ათასი ტონა ბიტუმი. მათ შორის, ყველაზე დიდი წილი - 72,5 ათასი ტონა შემოვიდა ირანის რესპუბლიკიდან, 11,3 ათასი ტონა - აზერბაიჯანიდან, იმპორტის დანარჩენი წილი კი ნაწილდება სხვა ქვეყნებზე.
აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ვებ-გვერდის საშუალებით (www.oilnews.ge) ყოველდღიურად გამოვაქვეყნებთ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არსებული საგზაო ბიტუმის ღირებულებას, რომელიც ყოველდღიურად განისაზღვრება ბირჟების საშუალებით და რომლის საშუალებითაც დგება უკვე ჩვენთან არსებული ბიტუმის საბაზრო ფასი. ეს უფრო მეტად გამჭვირვალეს გახდის ყველა დაინტერესებული მხარისთვის ჩვენთან არსებული ფასწარმოქმნის პროცესს.
დღეისათვის საქართველოში საგზაო ბიტუმის იმპორტს ახორციელებენ სხვადასხვა კომპანიები და ეს მნიშვნელოვანია, რათა ბაზარზე იყოს კონკურენტული გარემო, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს აღნიშნულ ბიზნესში ჩართული კომპანიების განვითარებას.
ძალზედ მნიშვნელოვანია ირანის ისლამური რესპუბლიკიდან აღნიშნული პროდუქტის მოწოდების საკითხი და მისი ხარისხი, იქიდან გამომდინარე, რომ მ/წელს სახელმწიფოს მნიშვნელოვანი საგზაო პროექტები აქვს დაგეგმილი, რაშიც გამოყოფილი აქვს საკმაოდ სოლიდური სახელმწიფო თანხები. ვფიქრობთ, რომ აუცილებელია იმპორტირებული ბიტუმის ხარისხი შეესაბამებოდეს შესაბამის სტანდარტს. ირანის ისლამურ რესპუბლიკაში არის საგზაო ბიტუმის მწარმოებელი მაღალტექნოლოგიური სერიოზული ქარხნები, რომელთა მიერ წარმოებული პროდუქტი აკმაყოფილებს აღოარებულ საერთაშორისო სტანდარტებს. თუმცა არსებობს ასევე მინი საწარმოები, რომლებიც კუსტარული გზით ღებულობენ ხშირ შემთხვევაში უხარისხო არასტანდარტულ პროდუქციას, რომელთა შემოტანა ხდება შემდგომ საქართველოში მისი დაბალი ფასის გამო.
მიგვაჩნია, რომ უნდა შეიქმნას გარკვეული მექანიზმები, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს, რათა არ მოხდეს საქართველოში უხარისხო პროდუქციის შემოდინება, რომელიც ხშირ შემთხვევაში თავისი საბაზრო ღირებულებაზე დაბალი ფასის გამო ასფალტის მწარმოებლებისათვის საკმაოდ მიმზიდველია.
შეხვედრას ესწრებოდნენ ირანის ისლამური რესპუბლიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მაჯიდ საბერი, საელჩოს ეკონომიკის ატაშე მორთეზა ბარაზეში, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენლები, იმპორტიორი კომპანიების წარმომადგენლები.
20.03.2013
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი