ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,
,,დღეისათვის ნავთობის ფასი ბოლო 8 თვის მინიმუმ მაჩვენებელზე დგას. კერძოდ, 2013 წლის 30 აპრილის მდგომარეობით ლონდონში ნავთობის ფასმა შეადგინა 102.37 დოლარი/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 93.46 დოლარი/ბარელზე.
ნავთობის ფასის შემცირება განპირობებულია გლობალურად ნავთობზე მოთხოვნილების შემცირებით, რაც გამოწვეულია მსოფლიოში ორი ყველაზე დიდი ნავთობის მომხმარებელი ქვეყნის - აშშ-სა და ჩინეთის ეკონომიკის ზრდის შენელებით, რასაც ადასტურებს ბოლო პერიოდში ამ ქვეყნებთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სხვადასხვა მაკროენოკომიკური მაჩვენებლები; ასევე ევრო ზონაში უმუშევრობის დონემ მისი არსებობის მანძილზე ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ეს ინფორმაციაც გავლენას ახდენს ნავთობის ფასის შემცირებაზე .
ნავთობის ფასის კლების შესაბამისად, შემცირებულია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. კერძოდ, მ/წლის 30 აპრილის მდგომარეობით ბენზინის ფასი შეადგენს 928 დოლარს/ტონაზე, 10PPM დიზელის საწვავის ფასი - 859 დოლარს/ტონაზე, L-62 დიზელის საწვავის ფასი - 842.25 დოლარს/ტონაზე.
ნავთობპროდუქტებზე საერთაშორისო ფასების შემცირებიდან გამომდინარე საქართველოს საცალო ქსელშიც მოხდა საწვავის ფასის შემცირება. მიმდინარე წლის 17-21 აპრილს მოხდა ყველა კატეგორიის საწვავის ფასის შემცირება სხვადასხვა ქსელებში 5-8 თეთრით ლიტრაზე.კერძოდ, დღეისათვის საქართველოს საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 2.20-2.22 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.14-2.17 ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.00-2.05 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2.15-2.19 ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.05-2.08 ლარი/ლიტრზე.
მნიშვნელოვანია, რომ ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში პირველად მოხდა, რომ გაზაფხულის დადგომასთან დაკავშირებით ჩვენთან საწვავის ფასები შემცირდა, ვინაიდან ტრადიციულად ამ პერიოდში მთელ მსოფლიოში მოხმარების ზრდიდან გამომდინარე ყოველთვის იზრდებოდა ნავთობის ფასი, რაც ჩვენთან საწვავის ფასზეც აისახებოდა. მაგალითისათვის, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში საქართველოს საცალო ქსელში საწვავის ფასები შეადგენდა: სუპერი ტიპის ბენზინი - 2.45 ლარი/ლიტრზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2.40 ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი - 2.25-2.30 ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი - 2.50 ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი - 2.25-2.30 ლარი/ლიტრზე. რაც შეეხება ნავთობის ფასს, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ლონდონის ბირჟაზე ნავთობის ფასი შეადგენდა 125 დოლარს/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 115 დოლარს ბარელზე.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი