ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის აპრილის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 67.9 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 26.7 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 41.2 ათასი ტონა.
2013 წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 222.0 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 102.7 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 119.3 ათასი ტონა. გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით ბენზინის იმპორტი შემცირდა 3.2 ათასი ტონით, ხოლო დიზელის საწვავის - 7.4 ათასი ტონით.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის იანვარ-აპრილის თვეებში საქართველოში იმპორტირებულ იქნა: A-92 მარკის ბენზინის საწვავი - 74.1 ათასი ტონა, A-95 მარკის ბენზინის საწვავი - 25.4 ათასი ტონა, A-98 მარკის ბენზინის საწვავი - 3.2 ათასი ტონა.
ქვეყნების მიხედვით, მ/წელს ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან (54.9 ათასი ტონა), შემდეგ მოდიან ბულგარეთი (30.1 ათასი ტონა), აზერბაიჯანი (7.4 ათასი ტონა), იტალია (7.1 ათასი ტონა), და სხვ.
რაც შეეხება დიზელის საწვავს, მ/წლის იანვარ-აპრილის თვეებში იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან (49.7 ათასი ტონა), შემდეგ მოდიან რუსეთი (24.5 ათასი ტონა), რუმინეთი (21.5 ათასი ტონა), ბულგარეთი (14.2 ათასი ტონა), საბერძნეთი (5.6 ათასი ტონა).
ვითარება შეიძლება იქნეს შეფასებული როგორც დამაკმაყოფილებელი. თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში ბენზინის საწვავის მომხმარებლები ინტენსიურად გადადის ავტოგაზის მოხმარებაზე, შეიძლება ითქვას, რომ ავტოგაზი ბენზინის რეალური კონკურენტია.
ზაფხულის დადგომასთან ერთად ნავთობპროდუქტების მოხმარება ტრადიციულად იზრდება. თუმცა ასევე აღსანიშნავია, რომ ჯერ არ დაწყებულა მთელი მასშტაბით ინფრასტრუქტურული პროექტები, რომლის სრული დატვირთვით ამოქმედების შემთხვევაში ორივე პროდუქტის (ბენზინი, დიზელის საწვავი) მოხმარება გაიზრდება.
აქვე უნდა აღინიშნოს 2013 წლის 30 აპრილს ფინანსთა სამინისტროს ბრძანება №125 ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2012 წლის 26 ივლისის №290 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული ბრძანება ემსახურება იმას, რომ შიდა ბაზარზე არ ხდებოდეს აღურიცხავი საწვავის შემოდინება და ხელს შეუწყობს დეკლარირებული საწვავის ზრდის მაჩვენებლის მატებას. აღნიშნული პრობლემა ბოლო პერიოდში ინტენსიურად იდგა. ეს არის მეზობელი აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან ავტომანქანის ავზებით საწვავის შემოტანისა და შემდგომ მისი რეალიზაციის ფაქტები. მეორეს მხრივ ბრძანება საკმაოდ ლიბერალურია იქიდან გამომდინარე, რომ ნებადართულია თვის განმავლობაში რამოდენიმეჯერ ავზით საწვავის შემოტანა პირადი მოხმარების დასაკმაყოფილებლად.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი