ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
08:32 22.11.2024

სანავთობო ბაზარზე არსებული ვითარება

06-06-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით,

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნავთობის ფასი გაზრდილია. კერძოდ, 2013 წლის 1 მაისიდან 5 ივნისის მდგომარეობით ლონდონში  ნავთობის ფასი გაიზარდა 99.95 დოლარიდან 103.04 დოლარამდე/ბარელზე, ხოლო ნიუ-იორკში - 91.03 დოლარიდან 93.74  დოლარამდე/ბარელზე.

 

ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად, გაზრდილია ასევე საერთაშორისო ფასები ნავთობპროდუქტებზე Platt's-ის (რომელზეცაა დამოკიდებული საქართველოში საწვავის ფასი) მიხედვით. მაისის თვის დასაწყისიდან 5 ივნისის მდგომარეობით ბენზინის (რეგულარის) ფასი გაზრდილია 97.5 დოლარით 886.75 დოლარიდან 984.25 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის საწვავის  (10PPM) ფასი მომატებულია  50.5  დოლარით  837.75 დოლარიდან 888.25  დოლარამდე/ტონაზე.

 

მიმდინარე საერთაშორისო ფასებს განაპირობებს სხვადასხვა ფაქტორები მათ შორის: მიმდინარე წლის 31 მაისს ოპეკის ქვეყნების მორიგ შეხვედრაზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ნავთობის მოპოვების მიმდინარე კვოტების შენარჩუნებაზე. აშშ-ში ნავთობის მარაგები დღეის მდგომარეობით , მისი დაარსებიდან 35 წლის მაქსიმალურ მაჩვენებელზეა, თუმცა მიმდინარე კვირას დაფიქსირდა მარაგების მცირედით შემცირება (რაც განპირობებულია  აშშ პირველადი ნავთობის გადამუშავების 3 პროცენტით გაზრდით და ნავთობის იმპორტის 7 პროცენტით შემცირებით მიმდინარე პერიოდში). აქვე უნდა ითქვას, რომ უახლოეს პერიოდში მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს ნავთობის ფასებზე  აშშ და ჩინეთთან დაკავშირებული სხვადასხვა მაკროეკონომიკური მაჩვენებლების გამოქვეყნება, ევროპაში დღეისათვის  უმუშევრობის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია, რაც ასევე მოქმედებს ნავთობის ფასების ფორმირებაზე.

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო  ქსელს, მაისის შუა რიცხვებში მოხდა საწვავის ფასის მორიგი შემცირება. დღეისათვის საქართველოს ბრენდირებულ საცალო ქსელში საწვავის საშუალო ფასი შეადგენს: სუპერის ტიპის ბენზინი 2,15 ლარი/ლიტრზე, პრემიუმის ტიპის ბენზინი 2,08-2.10  ლარი/ლიტრზე, ევრო რეგულარის ტიპის ბენზინი 1,95-2,00  ლარი/ლიტრზე, ევრო დიზელი 2,10-2,13  ლარი/ლიტრზე, L-62 დიზელი 2,00-2,05 ლარი/ლიტრზე.

არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე რეგულარის ტიპის საწვავი მომხმარებელმა შეიძლება შეიძინოს 1.85-1,90 ლარი/ლიტრზე, ხოლო  L-62 დიზელი 1,90-1,95 ლარი/ლიტრზე.

 

06.06.2013




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE