ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 80,8 ათასი ტონა, რაც 9,2 ათასი ტონით აღემატება ივლისის თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,8 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 44 ათასი ტონა.
ზაფხულის თვის (ივნისი-ივლისი-აგვისტო) განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 210,6 ათასი ტონა, რაც 14,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (225,0 ათასი ტონა) შედარებით. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 96,7 ათასი ტონა, რაც 6,9 ათასი ტონით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს (89,8 ათასი ტონა), ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 114 ათასი ტონა, რაც 21,2 ათასი ტონით ნაკლებია 2012 წლის ზაფხულის თვეების მაჩვენებელთან (135,2 ათასი ტონა) შედარებით.
2013 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 506,5 ათასი ტონა. მათ შორის, ბენზინის იმპორტმა შეადგინა 227,5 ათასი ტონა და დიზელის საწვავის იმპორტმა - 279 ათასი ტონა.
მთლიანობაში ნავთობპროდუქტების იმპორტი და შესაბამისად, მოხმარება კვლავინდებურად მაღალ ნიშნულზე დგას. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბენზინს ჰყავს სერიოზული კონკურენტი ავტოგაზის სახით, ვინაიდან გაზგასამართი სადგურების ქსელი დღითიდღე იზრდება და ფართოვდება როგორც რაოდენობრივად, ასევე გეოგრაფიულად, რითაც მომხმარებელს მეტი კომფორტი ექმნება სერვისის მხრივ.
სოფლის მეურნეობისა და ინფრასტრუქტურული პროექტების აქტიურობის, ზოგადად ეკონომიკის შემდგომი ზრდა იძლევა იმის საფუძველს, რომ ნავთობპროდუქტების მოხმარება და შესაბამისად, იმპორტი შემდგომ თვეებში მაღალ ნიშნულს შეინარჩუნებს, რაც მნიშვნელოვანი იქნება ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლებისათვის.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი