ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6792 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4136 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5622 ხმა
 
12:08 25.11.2024

სექტემბრის თვეში ნავთობპროდუქტების იმპორტმა მ/წლის მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია

11-10-2013

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  90,2 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა -  54,1 ათასი ტონა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია მიმდინარე წლის განმავლობაში.

 

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 596,7 ათასი ტონა, რაც  17,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (614,1 ათასი ტონა) შედარებით.

 

ვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუმინეთიდან - 197,1 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 147,4 ათასი ტონა და დიზელი - 49,7 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 33%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: აზერბაიჯანი - 155,4 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 20,1 ათასი ტონა და დიზელი - 135,3 ათასი ტონა) - 26%;  ბულგარეთი - 101,8 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 72,7 ათასი ტონა და დიზელი - 29,1 ათასი ტონა) - 17%;  რუსეთი - 85,3 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 14,3%; 

 

მ/წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-92 რეგულარი მარკის ბენზინი - 70%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 27%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 71%, ხოლო ევრო დიზელი - 29%.

 

აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:

 

მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 37,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი (საგზაო ასფალტის შემადგენელი), რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.

 

საავიაციო ნავთის იმპორტმა 2013 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შეადგინა 61,9 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი -  74% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 15%, ისრაელი - 8,6%, საბერძნეთი - 2,4%.

 

მ/წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა,  რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი -  29% განხორციელდა თურქეთიდან,  19,4 % - ირანიდან,  15,7 % - გერმანიიდან და ა.შ. 




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

71.83  დოლარი/ბარელზე

-   2.04      

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

68.96     დოლარი/ბარელზე

-   1.59

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.50 ლარი 

პრემიუმი   3,11 ლარი

რეგულარი  2.95  ლარი

ევრო დიზელი  3.07 ლარი

დიზელი   2.98 ლარი

გაზი – 1.80 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.54 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.14 ლარი

ევრო რეგულარი – 2.97 ლარი

ევრო დიზელი – 3.07 ლარი

ეკო დიზელი –  3.12 ლარი

დიზელ ენერჯი –   2.99 ლარი

გაზი – 1.64 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.47 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –  3.00  ლარი

ევრო რეგულარი –  2.84  ლარი

ევრო დიზელი –  3.00 ლარი

 

სუპერი –  3.58 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.19  ლარი

ევრო რეგულარი – 2.99  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი

ევრო დიზელი –  3,10 ლარი

 

სუპერი – 3.55 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,15 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3.05 ლარი

რეგულარი – 2.95 ლარი

ევრო დიზელი –  3.13 ლარი

დიზელი –  3.03 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  2,79 ლარი

ევრო რეგულარი – 2,59 ლარი

ევრო დიზელი –  3,09 ლარი

effect დიზელი –  2.62 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE