ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:
„მიმდინარე წლის სექტემბრის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 90,2 ათასი ტონა, რაც 9,4 ათასი ტონით აღემატება აგვისტოს თვის მაჩვენებელს. მათ შორის, ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 36,1 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 54,1 ათასი ტონა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სექტემბრის თვეში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა მაქსიმუმ მაჩვენებელს მიაღწია მიმდინარე წლის განმავლობაში.
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა 596,7 ათასი ტონა, რაც 17,4 ათასი ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (614,1 ათასი ტონა) შედარებით.
ქვეყნების მიხედვით 2013 წელს ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა რუმინეთიდან - 197,1 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 147,4 ათასი ტონა და დიზელი - 49,7 ათასი ტონა), რაც მთელი იმპორტის 33%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: აზერბაიჯანი - 155,4 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 20,1 ათასი ტონა და დიზელი - 135,3 ათასი ტონა) - 26%; ბულგარეთი - 101,8 ათასი ტონა (მათ შორის, ბენზინი - 72,7 ათასი ტონა და დიზელი - 29,1 ათასი ტონა) - 17%; რუსეთი - 85,3 ათასი ტონა (მხოლოდ დიზელი) - 14,3%;
მ/წლის 9 თვის განმავლობაში ქვეყნების მიხედვით ბენზინის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა რუმინეთიდან, შემდეგ მოდიან ბულგარეთი, აზერბაიჯანი, იტალია. ხოლო დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი ოდენობა განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან რუსეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, საბერძნეთი, თურქმენეთი.
საწვავის კატეგორიების მიხედვით, მ/წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში საქართველოში საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-92 რეგულარი მარკის ბენზინი - 70%; A-95 პრემიუმი მარკის ბენზინი - 27%, A-98 სუპერი მარკის ბენზინი - 3%. ხოლო დიზელის საწვავთან დაკავშირებით: L-62 ტიპის დიზელი - 71%, ხოლო ევრო დიზელი - 29%.
აქვე უნდა შევეხოთ სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებსაც:
მიმდინარე წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 37,2 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი (საგზაო ასფალტის შემადგენელი), რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 98,9% განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან.
საავიაციო ნავთის იმპორტმა 2013 წლის იანვარ-სექტემბრის თვეებში შეადგინა 61,9 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 74% განხორციელდა აზერბაიჯანიდან, შემდეგ მოდიან: თურქმენეთი - 15%, ისრაელი - 8,6%, საბერძნეთი - 2,4%.
მ/წლის 9 თვის განმავლობაში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 10,8 ათასი ტონა, რომლიდანაც ყველაზე დიდი წილი - 29% განხორციელდა თურქეთიდან, 19,4 % - ირანიდან, 15,7 % - გერმანიიდან და ა.შ.
ლონდონი
Bret Crude Oil (ICE)
71.83 დოლარი/ბარელზე
- 2.04
ნიუ-იორკი
Light Sweet Crude Oil
68.96 დოლარი/ბარელზე
- 1.59
სუპერი – 3.50 ლარი
პრემიუმი – 3,11 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
დიზელი – 2.98 ლარი
გაზი – 1.80 ლარი
ეკო სუპერი – 3.54 ლარი
ეკოპრემიუმი – 3.14 ლარი
ევრო რეგულარი – 2.97 ლარი
ევრო დიზელი – 3.07 ლარი
ეკო დიზელი – 3.12 ლარი
დიზელ ენერჯი – 2.99 ლარი
გაზი – 1.64 ლარი
სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი
ევრო სუპერი – 3.47 ლარი
პრემიუმ ავანგარდი – 3.00 ლარი
ევრო რეგულარი – 2.84 ლარი
ევრო დიზელი – 3.00 ლარი
სუპერი – 3.58 ლარი
ევრო პრემიუმი – 3.19 ლარი
ევრო რეგულარი – 2.99 ლარი
efix ევრო დიზელი – 3.20 ლარი
ევრო დიზელი – 3,10 ლარი
სუპერი – 3.55 ლარი
G-Force პრემიუმი – 3,15 ლარი
G-Force ევრო რეგულარი – 3.05 ლარი
რეგულარი – 2.95 ლარი
ევრო დიზელი – 3.13 ლარი
დიზელი – 3.03 ლარი
გაზი – 1.69 ლარი
პრემიუმი – 2,79 ლარი
ევრო რეგულარი – 2,59 ლარი
ევრო დიზელი – 3,09 ლარი
effect დიზელი – 2.62 ლარი